(032) 2 22 04 26

people in need

 ადამიანი გაჭირვებაში(People in Need)

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, ყაზბეგის განვითრების ჯგუფთან ერთად (LAG), ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახორციელებს სოფლის განვითრების საპილოტე პროექტს სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ყაზბეგის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას და მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლებას ადგილობრივ განვითრებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული.

პროექტი ეფუძნება ევროპული “ლიდერ” (LEADER) პროგრამის პრინციპებს. LEADER არის ფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება როგორც ურთიერთობები მხარეებს/მოქმედებებს შორის ადგილობრივ განვითარებისთვის. „ლიდერის მოდელი“ ევროპული, კერძოდ ფრანგული პრაქტიკიდან მომდინარეობს და  გულისხმობს, რომ რაიონული განვითარების საკითხები უფრო ეფექტურად სწორად ადგილობრივი აქტორების ჩართულობით და მათი უშუალო გადაწყვეტილებების მიღებით გვარდება.ფრანგული მოდელს „LEADER”  შვიდი ძირითად მიდგომა აქვს:

  •  მუნიციპალიტეტის (რეგიონის) ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
  •  ქვემოდან ზემოთ მიმართული თანაშრომლობა და სტრატეგიების განხორციელება
  •  ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა: ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი
  •  ინტეგრირებული და მრავალდარგობრივი საქმიანობები
  •  ინოვაცია
  •  თანამშრომლობა
  •  კავშირები

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 3 მილიონი ლარის გაცემა გრანტის სახით იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას ყაზბბეგის მუნიციპალიტეტში. საგრანტო დაფინანსება გაიცემა ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) ზედამხედველობით. პროექტში საგრანტო განაცხადის შეტანა შეუძლიათ კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ადგილობრივი თემების, ფერმერების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლებს, ასევე კერძო პირებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://pin.ge