(032) 2 22 04 26

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მუშაობს, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათთვის ცხოვრების მძიმე პირობების შემსუბუქების მიზნით.  ორგანიზაციის მისიაა დაიცვას და პატივი სცეს ადამიანთა ღირსებას ყოველგვარი მიკერძოებისა და დისკრიმინაციის გარეშე, რასაც მდგრადი თემისა და პასუხისმგებლიანი მთავრობის არსებობით აღწევს. ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სოციო-ეკონომიკური განვითარება – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობა მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების, სოციალური პროექტებისა და დასაქმების პროგრამების გზით არის შესაძლებელი.
  • მშვიდობის მშენებლობა – კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობა მშვიდობის, მეგობრობის და ურთიერთგაგების დასამყარებლად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხთა შორის სოციალური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები. იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, RDFG თანამშრომობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ამ ადამიანებმა ეკონომიკური გალიერების შედეგად შეძლონ ოჯახებზე ზრუნვა, ძლიერი, ინტეგრირებული თემის შექმნა.
  • საგანგებო სიტუაციების მართვა / DRR – ადგილობრივ თემებთან მუშაობა, რათა მათ  გამოიმუშავონ ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული საფრთხის გამკლავებისათვის საჭირო უნარები. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიული და სისტემური მიდგომების დანერგვა ქვეყნის რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე.

ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს შემდეგი პრინციპების დაცვით: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ჩართულობა, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა/ადვოკატირება და ინოვაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებ გვერდი: www.rdfg.ge

ENPARD პროექტი თეთრიწყაროში  

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის  მეორე ფაზის ფარგლებში ახორციელებს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.  უფრო კონკრეტულად, RDFG ხელს შეუწყობს სოფლის მდგრად განვითარებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების, სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით და დაბალანსებული, თანამონაწილეობითი და ინკლუზიური განვითარების სტრატეგიის შემუშავებით.

RDFG დასახული მიზნის მისაღწევად უზრუნველყოფს:

  • ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომის საფუძველზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შექმნას (LAG), რომელიც ჩამოყალიბდება ფუნქიონალურ ერთეულად და წვრილს შეიტანს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში სოფლად, ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მეშვეობით;
  • თემის მიერ ინიცირებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას;
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნას, მეწარმეობაზე ორიენტირებული ფინანსური მექანიზმების, დასაქმების მოდელებისა და ინოვაციური, გარემოსთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი RDFG-ის ხელმძღვანელობით და მისი პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია, ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტის ხანგრძლივობაა: 46 თვე.