(032) 2 293 249‬

„ბიოსერტიფირების პერსპექტივები მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის“

„ბიოსერტიფირების პერსპექტივები მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის“

2017 წლის 14 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტის“ დარბაზში, თბილისში, რუსთაველის გამზირის #13-ში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გიწვევთ ვორკშოპზე „ბიოსერტიფირების პერსპექტივები მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის“.
შეხვედრა ტარდება ევროპის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის  (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  “დაგროვილი გამოცდილების გაზიარების ვორკშოპების“ სერიის ფარგლებში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული პროგრამა.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ ღონისძიებაზე დასწრება 11/12/2017, 17:00 საათამდე.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk  მობ: (+995) 591119192              
  • მარიკა კაპანაძე. პროექტის კოორდინატორი, ასოციაცია „ელკანა“, ელ ფოსტა: advocacy@elkana.org.ge  მობ: (+995) 59119 5517
  • თამარ ხუნწარია  საკომუნიკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ENPARD, ელ ფოსტა: tamar.k@actionprgroup.com მობ:+(995)595989916