(032) 2 22 04 26

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ოც წელზე მეტია მუშაობს საქართველოში. მისი უმთავრესი მიზანია საქართველოს განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებით. სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს შემდეგ ოთხ ძირითად სფეროში: (1) დემოკრატიული მმართველობა, (2) ეკონომიკური განვითარება, (3) გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, და (4) კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, 2016-2018 წლებში, UNDP საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ახორციელებს საქართველოს სოფლის განვითარების ორწლიან პროგრამას. პროგრამის სრული ბიუჯეტი 6.8 მილიონი ლარია (2.63 მილიონი ევრო). აქედან 95% დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო 5% – აჭარის მთავრობის მიერ.   პროგრამის მიზანია სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება როგორც მთლიანად საქართველოსათვის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, და შემდგომში ამ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ge.undp.org