(032) 2 22 04 26

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

2017 წლის 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ოქსფამის კონსორციუმის წევრი  საერთაშორისო ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში სადემონსტრაციო დღის მოწყობას გეგმავს.
სადემონსტრაციო დღე  მოეწყობა პროექტის ბენეფიციარი ფერმერის, გიორგი ციხელაშვილის კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთში, სადაც  დაირგო ჟოლოსა და უეკლო მაყვლის ნერგები, დამონტაჟდა წვეთოვანი მორწყვის სისტემა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk  მობ: (+995) 591119192              
  • თამარ ნასყიდაშვილი  მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ    tnaskidashvili@sc.acfspain.org  მობ:   (+995) 599 72 90 99