(032) 2 22 04 26

ევროკავშირის მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესპანეთში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან

ევროკავშირის მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესპანეთში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან

2017 წლის 31 მარტს, ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“ ფარგლებში, ესპანურმა ორგანიზაციამ EVOLUXER-მა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისთვის შემთხვევითი პრინციპით ესპანეთში საერთაშორისო სასწავლო ტურის საგზურები გაათამაშა. ღონისძიება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შედგა და მის მიზანს მცირე ფერმერული კოოპერატივების წახალისება და გაძლიერება წარმოადგენდა.
ლატარიაში მონაწილეობა მიიღეს იმ კოოპერატივების წარმომადგენლებმა, რომელთაც EVOLUXER-ის მიერ ორგანიზებული კოოპერაციის ტრენინგის სრული 10-დღიანი კურსი გაიარეს. სულ ტრენინგით კოოპერატივების 1877 წევრი და მენეჯერი გადაამზადდა. მათგან, სრული სასწავლო კურსი მხოლოდ 457 კოოპერატივის წარმომადგენელმა გაიარა.
გათამაშების კომისიის წევრები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავდმჯდომარე, გიორგი მიშელაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი, კრისტინა კასელა,  ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ნუნუ მოსიაშვილი და ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების: ოქსფამის (Oxfam), მერსი ქორფსის (Mercy Corps), ქეას (CARE), ადამიანი გაჭირვებაში (People in Need) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები.
აღნიშნული გათამაშების შედეგად გამოვლინდა შემდეგი 10 გამარჯვებული:
  1. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონი – ვანო ზალკანიანი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „წყალტორა“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 442570237.
  2. კახეთის რეგიონი – ნუნუ ნახუცრიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „აბრეშუმხვევია“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 424613626;
  3. გურიის რეგიონი – დავით თენიეშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბახვის ჩაი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 4370652448;
  4. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და თბილისი – გიორგი ხულელიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მადლიანი ხევი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 441484314;
  5. ქვემო ქართლის რეგიონი – დავით ბერუაშილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „იმედი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 428882649;
  6. იმერეთის რეგიონი – ხვთისო ჭინჭარაული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “დაფნარი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 438726728;
  7. შიდა ქართლის რეგიონი – დავით ტატალაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ოცნება“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 443859095;
  8. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი – გიორგი ოქრომელიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ამაღლება“, საიდენტიფიკაციო ნომერი424070132;
  9. სამეგრელოს რეგიონი – ედიშერ ეჯიბია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დარჩელის თხილი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 419997490;
  10. აჭარის რეგიონი – ჯემალ იაკობიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლოდნარი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 448049638.
გამარჯვებულები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები სასწავლო ვიზიტით ესპანეთს 2017 წლის ივნისში ეწვევიან. ისინი ესპანეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მუშაობას გაეცნობიან და მათ გამოცდილებას გაიზიარებენ.
EVOLUXER-ის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“ მხარდაჭერილია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.