(032) 2 22 04 26

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში“ ჩატარდება

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში“ ჩატარდება

თბილისი. 5 ოქტომბერი 2017. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, სოფლის განვითარების პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების – „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, „მერსი ქორი“ და „ფიფლ ინ ნიდ“ – კონსორციუმი, თბილისში, მესამე საერთაშორისო კონფერენციას „სოფლის განვითარება საქართველოში“ გამართავს.
ღონისძიება შედგება 5 ოქტომბერს, 09:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე, თილისში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ (მის:  ვარდების რევოლუციის მოედანი 1).
კონფერენციის მიზანია ლაგოდეხის, ყაზბეგისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ორწლიანი მუშაობის  შედეგების შეჯამება და საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით სამომავლო ხედვების წარმოდგენა.
კონფერენციას გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნ ნოდარ კერესელიძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ბ-ნ ვინსენტ რეი. მონაწილეობას მიიღებენ ENPARD-ის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლები, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და პროექტების ბენეფიციარები.  
ღონისძიების დასასრულს, ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) მხარდამჭერ კომუნიკეს ხელს მოაწერენ.
იხილეთ თანდართული პროგრამა.
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და 2013-2019 წლებისათვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს – www.enpard.ge  
საკონტაქტო პირები:
  • ჯუბა მარუაშვილი, ENPARD სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი ლაგოდეხში: + 995 577 99 79 54, juba_maruashvili@care.org.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო გუნდის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com