(032) 2 22 04 26

ევროკავშირის მხარდაჭერით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ფერმერის დღე გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ფერმერის დღე გაიმართება

2017 წლის 27 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, პროექტის “მცირე ფერმერთა კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა” აწყობს  ფერმერის  დღეს.
ღონისძიება გაიმართება 2017 წლის 27 ოქტომბერს, 12:00 სთ, სოფელ პირველ სვირში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. სადემონსტრაციო მოდელების ჩვენება შედგება  აკაკი კუპატაძის მეურნეობებში.
ფერმერის დღის მიზანია მემინდვრეობით და მეცხოველეობით დაინტერესებული კოოპერატივების წევრებისა და ფერმერებისათვის სადემონსტრაციო მოდელის მაგალითზე აჩვენოს მემინდვრეობაში ელექტრო მწყემსის გამოყენებით ნათესი ფართობების დაცვის მეთოდი, ასევე მეცხოველეობაში საძოვრების მართვის ეფექტურობა, მუშაობის პრინციპები და ეფექტურობა.
ფერმერთა დღე ღიაა ყველა დაინტერესებული ფერმერისათვის.
ღონისძიებაში ჩართული იქნება რეგიონის საინფორმაციოსაკონსულტაციო ცენტრები.
ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს “მცირე ფერმერთა კოოპერირების და წარმოების ხელშეწყობა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ახორციელებს „ფიფლ ინ ნიდ“, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“  და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონზე 591 19 55 08. ალეკო ბაღდაძე