(032) 2 22 04 26

ევროკავშირი ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

ევროკავშირი ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

14 სექტემბერი 2017, ქედა, აჭარა – ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 14 სექტემბერს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალ პროექტს “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ აჭარის ა.რ. დაბა ქედაში ოფიციალურად გახსნის.
ღონისძიება გაიმართება დაბა ქედის გამგეობის შენობაში, 14:30-დან 17:00 საათამდე.
შეხვედრას ოფიციალურად გახსნიან CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით დუმბაძე. საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრებს ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების  პროექტის მენეჯერი, ალვარო ორტეგა აპარისიო. შეხვედრის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ ENPARD-ის პარტნიორები საქართველოს საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge.
დღის წესრიგის სანახავად მიჰყევით ბმულს.
საკონტაქტო პირები:
  • ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის პროექტის მენეჯერი, +995 593 92 48 44, gaprindashvili@cenn.org
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com