(032) 2 22 04 26

ვიზიტი ორგანიზაცია „მერსი ქორფს“-ის ENPARD-ის კოოპერატივებში ვანის მუნიციპალიტეტში

ვიზიტი ორგანიზაცია „მერსი ქორფს“-ის ENPARD-ის კოოპერატივებში ვანის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 7 ივლისს, შედგა ვიზიტი ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ კოოპერატივებში ვანის მუნიციპალიტეტში. ვიზიტის მიზანი იყო ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შედგა ვიზიტები შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროექტებში: კენკროვანების კოოპერატივში „ისრითი“,ბოსტნეულის კოოპერატივში „სოფლის ნობათი“, მეფუტკრეობისა და თაფლის მწარმოებელ კოოპერატივში „ორე ეტ ლაბორა“ სოფელი ციხესულორში, და კოოპერატივის „ჭყვიში“ ბოსტნეულის სათბურში სოფელ ჭყვიშში.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ საქართველოში   ახორციელებს პროექტს „ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“.  პროექტი ეხმარება  ფერმერთა ჯგუფებსა და კოოპერატივებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობისა და ბიზნესების შემდგომი გაფართოებისა და განვითარების, და ასევე, ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამენ. პროგრამა ფარავს 21 მუნიციპალიტეტს საქართველოს 5 რეგიონში: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი და კახეთი. დღეისათვის, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია 70 კოოპერატივსა და 65 სასოფლო-სამეურნეო სერვისის მიმწოდებელ კომპანიას.
2013 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 13,000-ზე მეტი ფერმერი 1500-ზე მეტ კოოპერატივში გაერთიანდა. ევროკავშირმა 12 მილიონი ლარის პირდაპირი დახმარება 2000-ზე მეტ ფერმერს და 260-ზე მეტ კოოპერატივის გაუწია.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებას საქართველოში. პროგრამა დაიწყო 2013 წელს და მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს (2013-2019). ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.enpard.ge