(032) 2 22 04 26

თბილისში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

თბილისში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

7 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში (EU), ვროკავშირის წევრი 18 ქვეყნის საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისში, რიყის პარკში ევროპის დღის აღსაღნიშნავი ღონისძიება გამართა.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონცერტები, გერმანიიდან მოწვეული ბენდის ჯაზანოვასა და პოლ რენდოლფის მონაწილეობით, მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფი მგზავრები და სხვა შემსრულებელი. ასევე გაიმართა გასართობი ღონისძიებები, უამრავი თამაში და პრიზები.
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ENPARD წარმოდგენილი იყო ცალკე კარავით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივებითა და მათი უგემრიელესი პროდუქციით, ასევე სოფლის განვითარების საინფორმაციო კუთხით და თემატური გასართობი პროგრამით ბავშვებისთვის!

რიყის პარკში განთავსებული ENPARD-ის კარავი მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა, გაესაუბრა და მათი პროდუქცია დააგემოვნა.