(032) 2 22 04 26

ისტორია

 

shutterstock_327332117ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 სექტორში მიმდინარე რეფორმების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტია. იგი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მცირე ფერმერთა გაძლიერებითა და წარმოების ზრდის ხელშეწყობით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას „ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის პროგრესული დაახლოების გზით“; ასევე, ცოდნის გავრცელებითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით სოფლის განვითარების პოლიტიკასთან მიმართებაში, რათა მოხდეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და „ადმინისტრაციული შესაძლებლობების დახვეწა, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას ევროკავშირის რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.“
სოფლის მეურნეობის განვითარების დახმარების კუთხით, ევროკავშირი ქვეყნის მთავარი დონორია.დახმარების მიზანი 2014-2017 წლების სტრატეგიულ ჩარჩო-ხელშეკრულებაში შემდეგნაირადაა ფორმულირებული: “სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა, მცირე ფერმერების ცოდნის გაუმჯობესება და მათთვისუახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა, ასევე, მათი როლის ზრდა კომერციულ ფერმერულ საქმიანობაში.“
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ევროკავშირის მთავარ პოლიტიკის ინსტრუმენტს სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) წარმოადგენს.