(032) 2 22 04 26

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

“კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN) რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის იცავს გარემოს და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრად განვითარებას.
CENN აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის; რესურსების მდგრადი მართვის; ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი/მოქნილი თემების ფორმირებისა და განვითარების; გარემოსდაცვით საკითხებში ქალებისა და გოგონების ჩართულობისა და მათი როლის ზრდის მიმართულებებით.
1998 წლიდან, რეგიონული ინციატივების ფარგლებში, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიის მთავრობებთან და ადგილობრივ თემებთან განვითარების მწვანე მიმართულებების ყველა დონეზე დანერგვის მიზნით.
CENN-ის თემატური მიმართულებებია:
  1. რესურსების (მიწის, წყლის, ტყის, ბიომრავალფეროვნების, ზღვის, მინერალური რესურსებისა და ენერგორესურსების) მართვა.
  2. კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და მისი შედეგების შერბილება, ბუნებრივი საფრთხეები და მათი რისკების შეფასება და ანალიზი, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის ზრდა, ეკოლოგიური მიგრაცია, და სხვ.).
  3. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა (CSA) (კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სტრატეგიული და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადობის ზრდა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცოდნის გავრცელება, ექსტენცია, და სხვ.).
  4. გენდერი და გარემო (გენდერული თანასწორობა, გენდრული სტრატეგიების გამოყენება ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისა და სარგებლის თანაბრად განაწილების უზრუნველყოფის მიზნით).
  5. მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა შესაბამისობის მართვის საშუალებით (ბსგზშ, გარემოსდაცვითი და სოციალური ექსპერტიზა, გარემოსდაცვითი შეფასება, და სხვ.).
  6. ნარჩენებისა და დაბინძურების ინტეგრირებული მართვა (ჰაერი, წყალი, ნიადაგი).
  7. მდგრადი განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია (სივრცითი მოწყობა, სოფლისა და ურბანული განვითარება, და სხვ.).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://www.cenn.org/ და http://environment.cenn.org/reg-dev-csa/
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში CENN ახორციელებს პროექტს: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის. პროექტის ხანგრძლივობა: 2017 წლის 1 მაისი –2021 წლის 30 აპრილი.
პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოში სიღარიბის შემცირება სოფლად არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებისა და ეროვნულ დონეზე სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ქედის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა აღმავალი მეთოდით სოფლის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:
  • ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) და სათემო ორგანიზაციების შექმნა და გაძლიერება.
  • ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობრივი მეთოდით.
  • ინოვაციური პროექტების განხორციელება (ქვეგრანტების საშუალებით და სტრატეგიის შესაბამისად) სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.