(032) 2 22 04 26

3b36225022074208b8a4b0db84f96bcdკავშირი ,,აგროსერვისი”

კავშირი ,,აგროსერვისი” სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერებსა და იურიდიულ სუბიექტებს კავშირი „აგროსერვისი“ ემსახურება 2004 წლიდან. მასში გაწევრიანებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული 28 ფერმერთა მომსახურების ცენტრი. „აგროსერვისი“-ს ბენეფიციართა რიცხვი აღემატება 250 ათასს. საქმიანობები მიმართულია სერვის ცენტრებს, ფერმერებსა და აგრო-მეწარმეებს შორის კავშირების გაძლიერებაზე; მათ შორის მდგრადი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემის განვითარებაზე; საქართველოს რეგიონებში სიღარიბის დონის დაძლევაზე და სოფლად მაცხოვრებელთა ეკონომიკური ზრდის ამაღლებაზე.2010 წლიდან კავშირი „აგროსერვისი“ არის „საერთაშორისო აგრო-კონსორციუმი“-ს წევრი, რომელიც აერთიანებს პოლონეთს, მოლდოვას, უკრაინას, ბელარუსს და საქართველოს. 2013 წლის ოქტომბრიდან „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების “ალიანსი“-ს წევრი. 2013 წლის დეკემბრიდან – სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაარსებული „სამოქალაქო დარბაზი“-ს წევრი და პარტნიორი. 2013 წლის დეკემბრიდან – „F2F“ პროგრამის პარტნიორი საქართველოში. ზემოაღნიშნული კონსორციუმების საქმიანობა მიმართულია ფერმერებსა და აგრარულ სექტორში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მომწოდებლების განვითარების ხელშეწყობაზე.

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარებისთვის საქართველოში (ENPARD საქართველო) პროგრამა; “ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში” კავშირი “აგროსერვისი” არის Mercy Corps-ის პარტნიორი ორგანიზაცია. პროგრამის ფარგლებში “აგროსერვისი” მოახდენს არსებული და ახალი ფერმერული ჯგუფების, აგრეთვე სასოფლო სამეურნეო სერვის მომწოდებლებს დატრენინგებას: თანამედროვე და ახალ ტექნოლოგიებში, სურსათის ჰიგიენასა და უვნებლობაში. ამ ტრენინგების ძირითადი მიზანია გაზარდოს ბიზნეს-ორიენტირებული ფერმერული ჯგუფების შესაძლებლობები, რათა მათ გამოიყენონ მიღებული ცოდნა საკუთარი საქმიანობის დროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.agroservice.ge