(032) 2 22 04 26

კოოპერატივის “ქციის მონასტერი” თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს ოფიციალური გახსნა

კოოპერატივის “ქციის მონასტერი” თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს ოფიციალური გახსნა

ოქსფამ საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის  (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  გიწვევთ კოოპერატივის „ქციის მონასტერი“ თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სოფელ გომარეთში, დმანისის მუნიციპალტეტი.  ღონისძიება გაიმართება 2017 წლის  7 დეკემბერს,   13:00 საათზე.
 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „ქციის მონასტერი“ დაარსდა 2015 წელს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში. კოოპერატივი ორი სახის პოლიფლორულ თაფლს აწარმოებს.  პროგრამის ფარგლებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ამოქმედდა თაფლის გადამამუშავებელი საწარმო.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ ღონისძიებაზე დასწრება 4/12/2017, 17:00 საათამდე.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk  მობ: (+995) 591119192              
  • თამარ ნასყიდაშვილი  მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ, ელ ფოსტა tnaskidashvili@sc.acfspain.org მობ:   (+995) 599 729 099
  • თამარ ხუნწარია  ENPARD-ის საკომუნიკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com მობ:+(995)595989916