(032) 2 22 04 26

ლაგოდეხში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული „ჰერეთობა“ გაიმართა

ლაგოდეხში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული „ჰერეთობა“ გაიმართა

8 ოქტომბერს, ქ. ლაგოდეხში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული „ჰერეთობა“ გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მიერ იყო მხარდაჭერილი.
დღესასწაულის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა  სხვადასხვა კულტურული აქტივობები: გაიმართა მუსიკალური და ქორეოგრაფიული კონცერტები, მოეწყო ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მიერ ENPARD-ის სოფლის განვითარების  საინფორმაციო კუთხე მოეწყო, სადაც წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივების ფოტო გამოფენა და წარმოებული პროდუქტები, კერძოდ: ჩირი, მარწყვი, თაფლი, ვარდები.
დღესასწაულზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი, ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, კოლეგებთან ერთად საგანგებოდ ეწვია სოფლის განვითარების პროექტის საინფორმაციო სივრცეს, სადაც მას საშუალება მიეცა გაცნობოდა ინფორმაციას ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის მიერ  მხარდაჭერილი პროექტების შესახებ და ასევე დაეგემოვნებინა წარმოდგენილი პროდუქცია.
ღონისძიების დასასრულს,  ლაგოდეხის პოპულარიზაციის მიზნით, განვითარების ჯგუფისა და  ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ სახელით,  დღესასწაულზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ბატონ გიორგი კახიანსა და ბატონ დავით მათიკაშვილს მიანიჭათ „ლაგოდეხის მეგობრის“ სტატუსი.