(032) 2 22 04 26

3მერსი კორპსი

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მერსი კორპსი“, ბორჯომის განვითრების ჯგუფთან ერთად (LAG), ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახორციელებს სოფლის განვითრების საპილოტე პროექტს „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბორჯომის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.

პროექტი ეფუძნება ევროპული “ლიდერ” (LEADER) პროგრამის პრინციპებს. LEADER არის ფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება როგორც ურთიერთობები მხარეებს/მოქმედებებს შორის ადგილობრივ განვითარებისთვის. „ლიდერის მოდელი“ ევროპული, კერძოდ ფრანგული პრაქტიკიდან მომდინარეობს და  გულისხმობს, რომ რაიონული განვითარების საკითხები უფრო ეფექტურად სწორად ადგილობრივი აქტორების ჩართულობით და მათი უშუალო გადაწყვეტილებების მიღებით გვარდება.ფრანგული მოდელს „LEADER”  შვიდი ძირითად მიდგომა აქვს:

  •  მუნიციპალიტეტის (რეგიონის) ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
  •  ქვემოდან ზემოთ მიმართული თანაშრომლობა და სტრატეგიების განხორციელება
  •  ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა: ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი
  •  ინტეგრირებული და მრავალდარგობრივი საქმიანობები
  •  ინოვაცია
  •  თანამშრომლობა
  •  კავშირები

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 3 მილიონი ლარის გაცემა გრანტის სახით იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში. საგრანტო დაფინანსება გაიცემა ბორჯომის განვითარების ჯგუფის (LAG) ზედამხედველობით. პროექტში საგრანტო განაცხადის შეტანა შეუძლიათ კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ადგილობრივი თემების, ფერმერების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლებს, ასევე კერძო პირებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.mercycorps.ge და www.borjomilag.ge.