(032) 2 22 04 26

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ

Action Against Hunger / Action Contre la Faim (ACF) – “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” დაარსდა 1979 წელს საფრანგეთში. კონფლიქტური სიტუაციების, სტიქიური უბედურებისა და საკვების უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო  შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მართვის 30 წლიანი გამოცდილებით  ACF–ს აქვს  ახორციელებს პროგრამებს 40 ქვეყანაში წლიურად 5 მილიონი ბენფიციარის სასარგებლოდ. ACF სამხრეთ კავკასიაში 1994 წლიდან დაიწყო მუშაობა. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებგვერდს http://www.actionagainsthunger.org
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ACF ახორციელებს პროექტს „თანამონაწილეობითი ინტეგრირებული საზოგადოების განვითარება აფხაზეთში“. პროექტის ხანგრძლივობაა: აგვისტო 2016 – თებერვალი 2018.
პროექტის მიზანია სოფლად საცხოვრებელი პირობებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესება, სოფლის განვითარების პროცესში ადგილობრივ თემთა თანამონაწილეობით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ჩამოყალიბება და მის საქმიანობაში განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდების, ხანდაზმულების და შშმ პირების ჩართულობის უზრუნველყოფა. პროექტით გათვალისწინებულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ადგილობრივი განვითარების ქვე-პროექტების დაფინანსება. ასევე, პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი ტრენინგ კურსის შექმნა, რომელიც ფერმერებისთვის მომსახურების მიწოდების ხარისხს და ანგარიშვალდებულებას გააუმჯობესებს.