(032) 2 22 04 26

“მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”

Action Against Hunger / Action Contre la Faim (ACF) – “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” დაარსდა 1979 წელს საფრანგეთში. კონფლიქტური სიტუაციების, სტიქიური უბედურებისა და საკვების უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო  შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მართვის 30 წლიანი გამოცდილებით  ACF–ს აქვს  ახორციელებს პროგრამებს 40 ქვეყანაში წლიურად 5 მილიონი ბენფიციარის სასარგებლოდ. ACF სამხრეთ კავკასიაში 1994 წლიდან დაიწყო მუშაობა.
ACF ENPARD-ის კონსორციუმის პარტნიორებთან  ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობს ორგანიზაცია ოქსფამი, ახორციელებს კოოპერატივების ხელშემწყობ ინტეგრირებულ პროგრამას შესაძლებლობების განვითარების, ტრენინგების, სადემონსტრაციო ნაკვეთების, კერძო სექტორისა და ბაზრის მოთამაშეებთან კავშირის დამყარების გზით; პროექტი ასევე ითვალისწინებს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების  ცვლილებების ადვოკატირებას სოფლად თემში კოოპერაციის პოტენციური გრძელვადიანი სარგებლის ხელშეწყობისა და არსებული გარემოს გასაუმჯებესებლად. პროგრამის ფარგლებში ACF მუშაობს  ქვემო ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტში ბიზნეს-ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფების შექმნის და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით კი  ქალების აქტიური ჩართულობის და  მათი გაუმჯობესებული ეკონომიკური როლის გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებგვერდს  www.actionagainsthunger.org