(032) 2 22 04 26

მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა იმერეთსა და რაჭაში

მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა იმერეთსა და რაჭაში

პრეამბულა
2014 წლის იანვრიდან, „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency) მიერევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში.
პროექტის ძირითადი მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერთა ჯგუფების და აგრობიზნესის გარემოს მხარდაჭერა.
პროექტი ფარავს ბაღდათის, ხარაგაულის, ხონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს.
პროექტმა 3 საგრანტო ციკლის ფარგლებში, ტექნიკური და საინფორმაციო/ექსპერტული მხარდაჭერა გაუწია 32 კოოპერატივს, რომელთა შემადგენლობაში, ამჟამად 342 წევრი-ფერმერია გაერთიანებული.
 
საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის სტრუქტურა მიმართულია ხელი შეუწყოს და განავითაროს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქტის შემდგომი საქმიანობა, რაც გულისხმობს გააძლიეროს სასაქონლო პროდუქტის კონსოლიდაცია და მათი შესაძლებლობები მარკეტინგში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
პროექტის „მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ხელშეწყობა იმერეთსა და რაჭაში“ 2014-2016 წწ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულ კოოპერატივებს, რომელთაც პროექტიდან მიღებული აქტივების მთლიანი ღირებულება 35000 ევროზე ნაკლებია.
აპლიკანტი უნდა იყოს:
  • რეგისტრირებული შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბაღდათი, ხარაგაული, ხონი, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ამბროლაური და ონი.
  • მეპაიე წევრთა მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10-ს.
  • თუ საინვესტიციო პროექტის განხორციელება ეხება რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციის ან კერძო პირის ინტერესებს (გარემოს დაცვა, გზები, არქიტექტურა, კერძო ნაკვეთის კვეთა, ადგილობრივი ინერტული მასალის გამოყენება და ა.შ.), შესაბამისი ადგილობრივი ორგანოებიდან და კერძო პირებიდან წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის განხორციელებაზე თანხმობის წერილები.
  • საინვესტიციო პროექტის გარეშე წყაროებიდან თანადაფინანსების შემთხვევაში (PIN-ის გარდა), ყველა წყაროსაგან უნდა იყოს წარმოდგენილი საგარანტიო წერილი.
პლიკანტს არ უნდა ჰქონდეს:
 
  • ცუდი საკრედიტო ისტორია და მათი ანგარიშები არ უნდა იყოს დაყადაღებული.
  • ცუდი საგრანტო ისტორია, როგორიცაა თანა ინვესტირების დაგვიანება
გრანტით სარგებლობის პირობები:
მიღებული გრანტი გამიზნული არ არის  პირველადი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისათვის, გრანტი გამოყენებული იქნება ისეთი საჭირო ხელსაწყო -დანადგარების შესაძენად, რომელიც კოოპერატივებს ხელს შეუწყობს პროდუქციის შენახვა, გადამუშავება, გაყიდვის პროცესს.
საგრანტო რესურსები გამოყენებული ვერ იქნება მიწის, შენობა-ნაგებობის, პირუტყვის, ფუტკრის ოჯახების, ფრინველის, საქონლისა და ნედლეულის, ინფრასტრუქტურის მოწყობის და საოპერაციო ხარჯების მიმართ.
თანადაფინანსება
საგრანტო სქემა ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი ძირითადი საშუალებების მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 80%-ის PIN-ის მიერ ანაზღაურებას, დანარჩენი 20% კი უნდა დაფინანსდეს თავად გამარჯვებულის მიერ. მაგალითად, თუ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 30000 ლარს პროექტის ფარგლებში მოხდება 24000 ლარის გამოყოფა, ხოლო დანარჩენი თანხის 6000 ლარის გადახდა მოხდება თავად  გამარჯვებულის მიერ.
გამარჯვებულის თანადაფინანსება უნდა ჩაირიცხოს PIN-ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც  განხორციელდება საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული აქტივების/აღჭურვილობის შეძენა.
ტექნიკური გრანტის მოცულობა:
გრანტის მთლიანი ღირებულება მერყეობს 10000-დან 20000 ევროს ფარგლებში, რომელიც შეიცავს 20% ფულად თანადაფინანსებას გრანტის მიმღების მიერ.
 
საგრანტო კონკურსში რეგისტრაცია:
კონკურში  მონაწილეობის მიღების მსურველებმა, 2017 წლის 14 აპრილიდან (კონკურსის გამოცხადების დღე) არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილის  17:00 საათამდე, შევსებული მარტივი სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sophie.putkaradze@peopleinneed.cz;
თუ აპლიკანტი, ზემოთ მითითებულ ვადაში არ წარმოადგენს შევსებულ აპლიკაციას, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
აპლიკაციის წარდგენის შემდეგ, პროექტში რეგისტრირებულ აპლიკანტებს პროექტი აღმოუჩენს  საინფორმაციო და ექსპერტულ კონსულტაციებს ბიზნეს-გეგმის დაწერასთან დაკავშირებით და მათ მიეცემათ განსაზღვრული პერიოდი  ბიზნეს-გეგმის შესამუშავებლად. ბიზნეს-გეგმის ფორმა, დანართებთან ერთად, თან ერთვის წინამდებარე განცხადებას (დანართი #2)
დასრულებული ბიზნეს გეგმები წარდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით არაუგვიანეს 2017 წლის 22 მაისის 17 საათისა.
თუ აპლიკანტი, ზემოთ მითითებულ ვადაში არ წარმოადგენს შევსებულ განაცხადს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
წარდგენილი ბიზნეს-გეგმები განიხილება და შეფასდება შესარჩევი კომისიის მიერ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • ფინანსური გაანგარიშებების სიზუსტე და რეალისტურობა;
  • ბიზნესის მოსალოდნელი მდგრადობა;
  • ტექნიკური განხორციელებადობა და ბიზნესის აღწარმოების პოტენციალი;
  • საბაზრო პერსპექტივები;
  • გარემოსდაცვითი უსაფრთხოება;
  • კოოპერატივის სტრუქტურა და განვითარების პოტენციალი;
  • აპლიკანტის თანაინვესტირების პროცენტი;
  • კოოპერატივში ქალებისა და ახალგაზრდების (18-დან 30 წლამდე) მონაწილეობა.
  • კოოპერატივის წარსული საგრანტო ისტორია;
 
საგრანტო აქტივების საკუთრება:
ტექნიკური აქტივები საკუთრებაში გადაეცემა გამარჯვებულ კოოპერატივებს საგრანტო ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულების შემდეგ.
სავალდებულო დანართები
  • მეპაიეთა რეესტრი
  • კოოპერატივის ბალანსზე არსებული ქონების ჩამონათვალი შესაბამისი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან
  • ნოტარიულად დამოწმებული საერთო კრების ოქმი რომელიც ადასტურებს საგრანტო განაცხადის საერთო წევრების მიერ მიღებას და პროექტის თანაინვესტირებისათვის თანხების მობილიზებას საპაიო ფონდში.
  • ამონაწერი ყადაღის და დავალიანების არქონის შესახებ;
  • შენობა ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საიჯარო ხელშეკრულება;
  • შენობა-ნაგებობის ნახაზი;
საგრანტო კონკურსის განრიგი:
 
14 აპრილი
საგრანტო კონკურსის გამოცხადება
20-21 აპრილი
საინფორმაციო შეხვედრები
26 აპრილი, 17:00 სთ
აპლიკანტების რეგისტრაციის ბოლო ვადა
(მარტივი აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა)
27 აპრილი-10 მაისი
შეხვედრა ექსპერტებთან / ინდივიდუალური კონსულტაციები აპლიკანტებისთვის
22 მაისი, 17:00სთ
დასრულებული საგრანტო აპლიკაციის   წარდგენის ბოლო ვადა
15-20 ივნისი
გამარჯვებულების გამოცხადება
14 აპრილიდან აპლიკაციის და ბიზნეს-გეგმის ფორმების გადმოწერა შეიძლება PIN-ის ვებ-გვერდიდან www.pin.ge.
განაცხადის ფორმების მიღება შეიძლება ასევე PIN-ის ცენტრალურ ოფისში.
იხილეთ თანდართული ფაილები:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

სოფია ფუტკარაძესაინფორმაციო ოფიცერი

People in Need, ქუთაისი, სოლომონ პირველი 27

ტელეფონი: 591800577 ან 0431 252565; sophie.putkaradze@peopleinneed.cz

დავით ჭელიშვილისაველე ოპერაციების მენეჯერი

People in Need, ქუთაისი, სოლომონ პირველი 27

ტელეფონი: 595 600775;  david.chelishvili@peopleinneed.cz