(032) 2 22 04 26

ონის მუნიციპალიტეტში ფერმერის დღე გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტში ფერმერის დღე გაიმართება

9 ნოემბერი 2017, ონი, რაჭა – ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრი და ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა” აწყობს  ფერმერის  დღეს.
ღონისძიება გაიმართება 9 ნოემბერს, 12:00 სთ, ქალაქ ონში, მურმან ლებანიძის ქ N 36, კოოპერატივის „ხარაზეული“ საწარმოში.
ფერმერის დღის მიზანია მეფუტკრეობით და მეხილეობით დაინტერესებული კოოპერატივების წევრებისა და ფერმერებისათვის სადემონსტრაციო მოდელის მაგალითზე აჩვენოს ნატურალური ვაშლის ძმრის დამზადების ტექნოლოგია თაფლთან და ბუნებრივ საფუართან (სვია) ერთად.  გააცნოს ვაშლის ძმრის წარმოების ძირითადი ეტაპები და დამზადების თანმიმდევრობა.
ღონისძიებაში ჩართული იქნება რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები.
ფერმერთა დღე ღიაა ყველა დაინტერესებული ფერმერისათვის.
ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, პროექტის “მცირე ფერმერთა კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში.
ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს „ფიფლ ინ ნიდ“, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“  და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ალეკო ბაღდაძეს ტელეფონზე 591 19 55 08.