(032) 2 22 04 26

ორგანიზაციები CARE და ISET ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევას წარმოადგენენ

ორგანიზაციები CARE და ISET ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევას წარმოადგენენ

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, განმახორციელებელი ორგანიზაცია „CARE“ და მისი პარტნიორი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს წარმოადგენს.
ღონისძიება 19 მაისს, 11:00-13:30, თბილისში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ შედგება (ვარდების მოედანი 1).
ქართული ჩაის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შესახებ კვლევა აფასებს ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და გვთავაზობს რეკომენდაციებს სექტორის განვითარებისთვის. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი დასავლეთ საქართველოში ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის. თუმცა საქართველოს ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. პლანტაციები გაველურებულია, გადამუშავებაში ჩართულ საწარმოებს კი არ აქვთ საკმარისი კაპიტალბრუნვა. გლობალური კონკურენციის ბუნებიდან გამომდინარე, ქართველი მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ფეხის მოკიდება რთულია. ამჟამად საქართველო არის ჩაის წმინდა იმპორტიორი, რაც სექტორის ისტორიისა და პოტენციალის გათვალისწინებით ფრიად უცნაურია.
ქართული კალმახის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შესახებ კვლევაში განხილულია სექტორში არსებული მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები. საქართველო მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანაა, რაც მას კარგ პოზიციაში აყენებს მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად. საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი ახალი და პერპექტიული სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვია. თუმცა, ქართული კალმახის სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზღუდვები, რაც აფერხებს მის განვითარებას.
პრეზენტაცია ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. იხილეთ თანდართული დღის წესრიგი.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
მედია კონტაქტი:
  • გურანდა დარჩიძე, კომუნიკაციების მენეჯერი, ISET-PI, g.darchidze@iset.ge, 592 52 25 22
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საკომუნკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი,  tamar.k@actionprgroup.com,  595 98 99 16

ღონისძიებას აფინანსებენ ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების სააგენტო. ღონისძიების შინაარსი არის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პოზიციას.