(032) 2 22 04 26

ოქსფამის პროექტის დახურვის ღონისძიება

ოქსფამის პროექტის დახურვის ღონისძიება

2017 წლის 14 სექტემბერს, 10:00 საათზე ექსპო ჯორჯიაში (მე-3 პავილიონი) გაიმართება პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ დახურვის ღონისძიება. პროექტს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსა და სომხეთში,  ოქსფამი და  მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა“ ახორციელებდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.
ღონისძიებას დაესწრებიან  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პირები,  ევროკავშირის დელეგაციის  წარმომადგენლები, პროექტის გუნდის წევრები, სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის წევრები, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დაინტერესებული პირები მოისმენენ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიშს, გაეცნობიან პროექტის შედეგებს და მიღწევებს. ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაზე და ამ მიმართულებით პროექტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
ღონისძიებაზე გაიმართება სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის განახლებული მემორანდუმის ხელმოწერა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს მოკავშირე მხარეების სურვილს და მზაობას, განაგრძონ პროექტის მიღწევების  და პრიორიტეტების ადვოკატირება მომავალში. სასოფლო-სამეურნეო ალიანსი (GAARD) ოქსფამის ინიცირებით პროექტის ფარგლებში შეიქმნა და განაგრძობს მუშაობას პროექტის დასრულების შემდგომაც, რაც სასურსათო უსაფრთხოების საკითხების აქტუალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.
პროექტის განმავლობაში არაერთი კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და ადგილობროვი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა მცირე მეურნეების მხარდაჭერის გზით. კვლევები და სხვა მასალები ხელმისაწვდომია საიტზე: www.foodsecuritysc.com
ღონისძიების დასასრულს გაიმართება  სტუდენტების დაჯილდოება, რომლებმაც  მონაწიელობა მიიღეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ აკადემიური ესეების კონკურსში,  სულ გამოვლინდა 3  საუკეთესო ნაშრომი. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან  1000 ლარიანი ფულადი ვაუჩერით.
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნული ღონისძიება ტარდება  ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული პროექტის ფარგლებშიეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში”. პროექტს ახორცილებს ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში.  სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.  
საკონტაქტო პირები:
  • ნინო გვიანიშვილი, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა, კომუნიკაციების ოფიცერი: ngvianishvili@oxfam.org.uk
  • მაია ჩიტაია, ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენს: maia.chitaia@actionprgroup.com; 599 49 00 12