(032) 2 22 04 26

რა მიზნები აქვს ENPARD-ს?

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოების მხარდაჭერა და ინსტიტუციონალური გაძლიერება მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის:
  • პოლიტიკის შემუშავება;
  • ზედამხედველობისა და შეფასების მექანიზმების დანერგვა;
  • ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება დონორებთან ურთიერთობისათვის და სამინისტროს სააგენტოებთან კოორდინაციისთვის;
  • ადამიანური რესურსების შეფასების, გადამზადებისა და განვითარების პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა;
  • საინფორმაციო მომსახურების გაწევისა და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაუმჯობესება.

შედეგები:

სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისა და სოფლის ეკონომიკისგასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებს შორის ბიზნესზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ამ მხრივ ევროკავშირის დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების (Oxfam, Mercy Corps, Care, People in Need, UNDP) მეშვეობით ხორციელდება და იგი ძირითადად ფერმერთა ქმედუნარიანობის ამაღლებასა და ფერმერული კოოპერატივების თანადაფინანსებას ხმარდება.

შედეგები:

  • მიღებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი.
  • შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.
  • ჩამოყალიბდა და სააგენტოს ბაზაში რეგისტრაცია გაიარა 1500-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, რომელიც 13 000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს.
  • 6 მილიონზე მეტი ოდენობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით განხორციელდა 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დახმარება.
  • ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (Oxfam, Mercy Corps, People in Need, Care, UNDP) 250-ზე მეტ კოოპერატივს დაახლოებით 4 მილიონი ევროს ტექნიკური დახმარება გაეწია.
  • ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (Oxfam, Mercy Corps, People in Need, CARE International, UNDP) გადამზადდა 7200-მდე ფერმერი.
პროგრამის დახმარებით ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის სექტორის ექსტენციის სისტემა, რომლის თანახმადაც რეგიონალურ დონეზე საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები დაფუძნდა. აღნიშნული ცენტრები ფერმერებს ცოდნის გაღრმავებასა და მიმდინარე რეფორმებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

შედეგები:

  • ქვეყნის მასშტაბით 59 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის შეიქმნა.
  • საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდა ექსტენციის ცენტრები, რომლებიც მცირე ფერმერებს და ფერმერულ ჯგუფებს ინფორმაციითა და საკონსულტაციო მომსახურებით ეხმარება.
  • გადამზადდნენ ექსტენციის ცენტრების თანამშრომელები, მათ მიერ ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით.
  • 250 000-ზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა სამინისტროს რეგიონული ცენტრების მომსახურეობით.
  • სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები იღებენ დახმარებას ტრენინგებისა და ფინანსური მხარდაჭერის სახით.
პროგრამა მხარს უჭერს არასასოფლო-სამეურნეო აქტივობების დივერსიფიკაციას, ასევე გარემოს რესურსების განვითარებასა და მართვას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

შედეგები:

  • შემუშავდა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 და სტრატეგიის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმა.
  • 2015 წლიდან, სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები სამ მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხში, ბორჯომში და ყაზბეგში – მიმდინარეობს, ევროპული LEADER მიდგომის შესაბამისად.
  • სამივე მუნიციპალიტეტისთვის მომზადდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.
  • სამივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები(LAG).
  • ევროკავშრის მიერ აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროგრამების მხარდაჭერის მიზნით სულ 3 მილიონი ევროა გამოყოფილი.
  • სოფლის განვითარების სამივე საპილოტე პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ევროკავშრმა 100-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური, ინფრასტუქურული და გარემოს დაცვითი მიმართულებით. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 54,000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
  • 2016 წლიდან, დაიწყო სოფლის განვითარების სამი ახალი პროექტი დედოფლისწყაროს, ახალქალაქისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.
  • 2017 წელს, დამატებით ორი ახალი პროექტი აჭარაში, კერძოდ კი ხულოსა და ქედაში დაიწყება.