(032) 2 22 04 26

ქედის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები ჩატარდება

ქედის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები ჩატარდება

მიმდინარე წლის 26 ივლისიდან CENN, აჭარის რეგიონში პარტნიორ ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად,პროექტის – ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში -ფარგლებში იწყებს სათემო მობილიზაციის შეხვედრების ორგანიზებას ქედის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში.
სათემო მობილიზაციის მიზანია ყველა დაინტერესებულიპირისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის ფარგლებშიდაგეგმილი საქმიანობების და სოფლის განვითარებისევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ.
სათემო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მაცხოვრებელები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სათემო ჯგუფებს – ფერმერებს, კოოპერატივებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, მტირალას ეროვნული პარკს, ადგილობრივ ხელისუფლებას, კულტურული და სათემო სერვისების მიმწოდებლებს, ქალებს, მოწყვლად ჯგუფებს, ახლაგაზრდებს და სხვ. შეხვედრების დროს განიხილება ადგილობრივი განვითარების გამოწვევები და საერთო ინტერესის მქონე საკითხები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ   საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნინო გაფრინდაშვილი

CENN

ENPARD – ზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: www.enpard.ge