(032) 2 22 04 26

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრეზენტაციები ახმეტაში, გორსა და კასპში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრეზენტაციები ახმეტაში, გორსა და კასპში

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გიწვევთ ევროპის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრეზენტაციის ღონისძიებებზე სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახმეტა, გორი, კასპი.
ღონისძიებები მოიცავს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საქმიანობების ანგარიშს, კოოპერატივების პრეზენტაციებს და საზეიმო ვახშამს. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ დამსწრეთა ტრანსპორტირებას თბილისიდან და უკან.
ღონისძიებები გაიმართება:
  • ახმეტა – 15 დეკემბერი 13:00–15:00, სასტუმრო „იყალთოს“ დარბაზი (მის. სოფ. იყალთო, თელავის მუნიციპალიტეტი)
  • კასპი – 19 დეკემბერი 13:00–15:00, „არტ ვილა გარიყულა“ (მის. სოფელი ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი)
  • გორი – 22 დეკემბერი 13:00–15:00, რესტორანი „შავი ვარსკვლავი“ დარბაზი (მის. ბ. ჯუღაშვილის 13, ქ. გორი)
გთხოვთ გვეწვიოთ!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ ღონისძიებაზე დასწრება 12/12/2017, 17:00 საათამდე.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk  მობ: (+995) 591119192              
  • მარიკა კაპანაძე. პროექტის კოორდინატორი, ასოციაცია „ელკანა“, ელ ფოსტა: advocacy@elkana.org.ge  მობ: (+995) 59119 5517
  • თამარ ხუნწარია  საკომუნიკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ENPARD, ელ ფოსტა: tamar.k@actionprgroup.com მობ:+(995)595989916