(032) 2 22 04 26

6469e64298f7444ea641e3f3d17fecd8საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია „ეი ბი სი ო – ჯორჯია“ა.(ა).ი.პ. საქართველოს ბიზნეს საკონსილტაციო ორგანიზაციების ასოციაცია „ეიბისიო-ჯორჯია“ დაფუძნდა 2001 წლის ოქტომბერში. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას, მცირე და საშუალო საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების განვითარებას, გაუწიოს მათ ტექნიკური და სხვა სახის დამხარება და საბოლოოდ, ქართველი მენეჯერებისა და სასოფლო-სამეურნეო სქეტორში მომუშავე ფერმერების ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლების გზით, ხელი შეუწყოს ქართულ ბიზნესს და სოფლის-მეურნეობას მთლიანობაში, რათა მან მიაღწიოს ახალ ხარისხობრივ დონეს.ა.(ა).ი.პ. „საქართველოს ბიზნეს საკონსილტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ წარმოადგენს „მერსი ქორის“ პარტნიორს  და იღებს მონაწილეობას „ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ ევროკავშირის პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ განხორციელებაში. პროგრამის ფარგლებში „ეიბისიო-ჯორჯია“ უზრუნველყოფს ტრეინინგების ჩატარებას ფერმერული ჯგუფებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სერვისის მომწოდებლებისთვის. ასევე,  „ეიბისიო-ჯორჯია“ ხელს შეუწყობს ბიზნესი განვითარების გეგმების ჩამოყალიბებას (თანადაფინასების განაცხადის ფორმით), პრაქტიკულ სწავლებას და პირდაპირ კონსულტაციებს ფერმერული ჯგუფებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სერვისების მომწოდებლებისთვის, და დაეხმარება ფერმერულ ჯგუფებს სამ წლიანი მდგრადი განვითარების გეგმების ჩამოყალიბებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს    www.abco.caucasus.net