(032) 2 22 04 26

საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

ევროკავშირის (EU) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიის მიზანია არსებული საინფორმაცი-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერეით რეგიონებში ფერმერთათვის კონსულტაციის ხარისხის გაუმჯობესება.
7 ნოემბერ 2017, თბილისი – სოფლის მეურნეობის სამინიტრომ საერთაშორისო დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების 50-ზე მეტ წარმომადგენელს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის 2018-2019 წლების ეროვნული სტრატეგია წარუდგინა. ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა. სტრატეგიის დოკუმენტი დაინტერსებულ პირებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა გააცნო.
სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით. ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არსებული 54 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურებად ჩამოყალიბდება. აღნიშნული მიიღწევა სამინისტროში შესაბამისი რესურსების რეორგანიზაციით და ექსტენციის სისტემის ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალირ დონეზე განხორციელებით.
ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 წლებში ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, 2018 წელს, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები საპილოტე რეგიონებში დაინერგება. ექსტენციის პაკეტები გათვალისწინებული იქნება მემცენარეობის ან მეცხოველეობის კონკრეტული საწარმოსთვის, ან ფერმერული მეურნეობის კონკრეტული სფეროსთვის.  თითოეული პაკეტი მოიცავს: გამოსაყენებელ მასალების და მეთოდების ერთობლიობას; მათ გავრცელების გეგმას, სადაც მითითებული იქნება კონკრეტულად როგორ და როდის იქნება გამოყენებული მასალები მედია ფერმერებისთვის გზავნილების გადასაცემად; ასევე, კონკრეტული ფერმერებისთვის რაოდენობრივი მიზნების მიღწევისა და ექსტენციის კამპანიის საბოლოო ზემოქმედების რეალიზების სხვადასხვა გზებს.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების პილოტ რეგიონებად  შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და გურია. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც მოხდება. აღნიშნული ორი რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებია: კომპაქტური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოსახლეობის და ფერმერების რაოდენობა; საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის დამახასიათებელი დარგობრივი სტრუქტურის/სპეციალიზაციის არსებობა; დონორი ორგანიზაციების მიერ მიმდინარე/უკვე განხორციელებული აქტივობები ექსტენციის მიმართულებით; საქართველოსთვის დამახასიათებელი რელიეფი და ბუნებრივ-კლიმატური პირობები.
აღნიშნული სტრატეგიით გათვალისიწინებული, არსებული 54 სინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ჩამოყალიბდა ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. ევროკავშირის დახმარებით ექსტენციის სისტემა ასევე შეიქმნა აჭარის ა/რ 5 მუნიციპალიტეტისთვისაც. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ კონსულტაცია დღემდე დაახლოებით 250,000 მცირე ფერმერს გაეწია.   
კრისტინა კასელა, ატაშე, ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი ქვეყნისთვის ექსტენციის სტრატეგიის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. „ექსტენციის სერვისის განვითარებისთვის სტრატეგიული ჩარჩოს არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა ფერმერებისთვის ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა შესაძლებელი იყოს. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის პროცესში, რაც სტრატეგიის საბოლოო  სახით მიღებას უზრუნველყობს“, აღნიშნა კრისტინა კასელამ.  
FAO-ს კოორდინაციისა და მხარდაჭერის ოფიცერმა, ხავიერ სანზ ალვარესმა აღნიშნა FAO-ს ჩართულობა და როლი ექსტენციის სისტემის გაძლიერებაში, როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების უმნიშვნელოვან პროცესში. „FAO/ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარება გაეწია სოფლის მეურნეობის სამინისტროსში ჩამოყალიბებულ სტრატეგიის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს. დღეს ექსტენციის სტრატეგიის პროექტის განხილვა აღნიშნული სამუშაოს ერთგვარი კულმინაციაა. სტრატეგიის დოკუმენტი წარმოადგენს ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია. მისი განხორციელება ხელს შეუწყობს სამინისტროს უკეთ დაეხმაროს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და ფერმერებს“, თქვა სანზ ალვარესმა.
სტრატეგიის განხილევაში მთავრობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ყველა წამყვანმა დონორმა, პარტნიორმა და დაინტერესებულმა მხარემ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.