(032) 2 22 04 26

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ENPARD-ის კოოპერატივებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ENPARD-ის კოოპერატივებს შეხვდა

7 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, ENPARD-ის კარავი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა მოინახულეს.
პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ საქმიანობას გაეცნო და წარმოდგენილი პროდუქცია დააგემოვნა.
“კოოპერატივები არის სოფლის განვითარების წინაპირობა. მინდა, რომ დაგეხმაროთ ENPARD-ის პროგრამას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ კოოპერატივებს თქვენი საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. საბჭოთა კავშირის გამოცდილების გამო, საქართველოში თანამედროვე კოოპერატივების მიმართ არასწორი წარმოდგენა იყო. თუმცა დღეს, საზოგადოება ენდობა კოოპერატივებს. ქვეყნის მასშტაბით 1500-ზე მეტი კოოპერატივია რეგისტრირებული. ეს დიდი გარდატეხაა. სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო ის, რომ ფერმერები არ ერთიანდებოდნენ, არ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ ნდობა. თუ ნდობა გაჩნდება კოოპერატივების მიმართ, სოფლის მეურნეობაც უფრო განვითარდება.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ENPARD ცალკე კარავით იყო წარმოდგენილი. მთელი დღის განმავლობაში სტუმრები აგემოვნებდნენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების უგემრიელეს პროდუქციას, ათვალიერებდნენ სოფლის განვითრების საინფორმაციო კუთხეს და მონაწილეობდნენ ბავშვებისთვის შექმნილ თემატურ გასართობ პროგრამაში.