(032) 2 22 04 26

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა

საქართველოს საზოგადოებრივს საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს შეიქმნა. 2005 წლის აპრილიდან, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით, ინსტიტუტმა ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა – (GRDP).   საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – GIPA არის Mercy Corps-ის პარტნიორი ორგანიზაცია ევროკავშირის პროექტის, ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარებისთვის საქართველოში) ფარგლებში, რომლის მიზანია ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში.

GIPA პასუხისმგებელია პოლიტიკასა და ლობირებისთან/ადვოკატირებასთან დაკავშირებილი საქმიანობების განხორციელებაზე. ორგანიზაცია შექმნის რეგულარული დიალოგის ფორუმს ფერმერულ ჯგუფებს, მომსახურების მიმწოდებელსა და სამთავრობო სექტორს შორის სამიზნე მუნიციპალიტეტებში; ფასილიტაციას გაუწევს მთავრობის საორიენტაციო სესიებს ფერმერული ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისათვის სოფლის მეურნებობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ.  GIPA ჩაატარებს ტრენინგებს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებისათვის შემდეგ თემებზე: სოფლის მეურნეობის სტრატეგიის გაცნობა მოსახლეობისათვის, ეფექტური შიდა და გარე სამთავრობო კომუნიკაცია, ინფორმირებულობის გაზრდა გენდერულ კანონმდებლობასა და მის განხორციელებაში. ამ ტრენინგების ძირითადი მიზანი იქნება მიაწოდოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას სასარგებლო, თანამედროვე საბაზისო ცოდნა, რათა მათ უფრო ეფექტურად გააცნონ სოფლის მეურნეობის სტრატეგია ადგილობრივ მოსახლეობას. GIPA აგრეთვე ჩაუტარებს ტრენინგებს ფერმერულ ჯგუფებსა და სასოფლო-სამეურნეო მიმწოდებლებს შემდეგ თემებზე: გენდერული ინტეგრაცია, ლიდერობის უნარ-ჩვევები და ლობირების/ადვიკატირების უნარ-ჩვევები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.gipa.ge