(032) 2 22 04 26

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს შეიქმნა. ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი USDA-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის მემკვიდრეა, რომელიც 2003 წლის ივნისში დაიწყო, და რომელსაც GIPA 2005 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის მიზანია, სოფლის განვითარების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რეგიონებში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა, განათლების დონის ამაღლება, არსებული შესაძლებლობების გაზრდა, ინსტიტუციური განვითარება, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის მდგრადი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სწორი მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავება. დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, აგრობიზნესი, პროფესიული განათლება და სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებგვერდს www.gipa.ge

GIPA-ს მიერ განხორციელებული ENPARD-ის პროექტები

1. პერიოდი – 2016-2020 წ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”. პროექტის პარტნიორები არიან Mercy Corps, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტის მიზანია სოფლად სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა, სოფლის განვითარების ახალი და თანამდეროვე მეთოდების გამოყენებით. პარტნიორებთან ერთად GIPA გეგმავს ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გაკეთდება.

2. პერიოდი – 2015-2017 წ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამნეტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით, ახორციელებს ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს – “თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში”. პროექტის ძირითადი მიზანია, სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებული რეგიონული საგანმანათელებლო და კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდა, რომ მათ შეძლონ სოფლის მეურნეობის, საკვების გადამუშავების, გარემოსდაცვითი და სოფლის განვითარების სფეროებში არსებულ გამოწვევებს უპასუხონ საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით. პროექტის ბენეფიციარები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

3. პერიოდი – 2014-2018 წ: პროექტის ფარგლებში, GIPA ქვე-პარტნიორია ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ და პასუხისმგებელია კოოპერატივების პოლიტიკასა და ლობირება/ადვოკატირებასთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელებაზე. კერძოდ, სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ფერმერული ჯგუფების რეგულარულ ფორუმს ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობაზე. აგრეთვე, ფასილიტაციას გაუწევს მთავრობის საორიენტაციო სესიებს ფერმერული ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისათვის სოფლის მეურნებობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ. GIPA ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის (იმერეთი და შიდა-ქართლი) მართავს ტრენინგებს შემდეგ თემებზე: სოფლის მეურნეობის სტრატეგიის გაცნობა მოსახლეობოსათვის, ეფექტური შიდა და გარე სამთავრობო კომუნიკაცია, ინფორმირებულობის გაზრდა გენდერულ კანონმდებლობასა და მის განხორციელებაში. ტრენინგების ძირითადი მიზანია, ადგილობრივმა და რეგიონულმა ხელისუფლებამ მიიღოს სასარგებლო, თანამედროვე საბაზისო ცოდნა, რასაც შემდგომში უფრო ეფექტურად გადასცემენ ადგილობრივ მოსახლეობას. GIPA აგრეთვე ჩაუტარებს ტრენინეგებს ფერმერულ ჯგუფეფსა და სასოფლო-სამეურნეო მიმწოდებლებს შემდეგ თემებზე: გენდერული ინტეგრაცია, ლიდერობის უნარ-ჩვევები და ლობირების/ადვოკატირების უნარ-ჩვევები.