(032) 2 22 04 26

Ministry of agricultrureსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო(MOA)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ფუნქციას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. სამინისტროს ამოცანებია: აგრარული რეფორმების განხორციელება ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით; საექსპორტო პოტენციალის გამოყენების, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების მოპოვებისა და განმტკიცების ხელშეწყობა; შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა; და სხვა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის (FAO)მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამჟამად მუშაობს საქართველოს სოფლის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.moa.gov.ge