(032) 2 22 04 26

სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI) ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვის კვლევას აქვეყნებს

სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI) ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვის კვლევას აქვეყნებს

ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, პროექტის „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“ ფარგლებში, ორგანიზაცია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი“ (RAPDI) საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვის კვლევას აქვეყნებს.
აღნიშნული კვლევა მოიცავს 10-წლიან პერიოდს და მიზნად ისახავს შეისწავლოს სექტორში არსებული ტენდენციები და განვითარების მიმართულებები. კვლევაში მოცემულია სოფლის მეურნეობის სხვადასხხვა მონაცემების სტატისტიკური  ანალიზი და შესაბამისი დასკვნები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოშვება, გამოშვების სტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო დანახარჯები და მათი სტრუქტურა,  ზრდის ტემპები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების ანალიზი, საერთაშორისო ვაჭრობა, მოსავლიანობა, ა. შ.)
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის დაფინანსებით, პროექტს „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“ 2015 წლიდან ახორციელებს ლიმერიკის უნივერსიტეტი (ირლანდია), საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან და  სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტთან  პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სასოფლო საქმიანობასა და სოფლის მეურნეობაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოება; საქართველოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს ხელი შეუწყოს მოკლე პრაქტიკული კურსების დანერგვაში; წამოჭრას საქართველოს მთიანი მხარეების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები; აგრარული სექტორის ოპერატორებს გააცნოს დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, რა სარეგულაციო ცვლილებები იგეგმება ან გატარდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შედეგად.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ სისოევა, პროექტის „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“  მენეჯერი, m.sisoeva@rapdi.org , 995 593 280477

თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საკომუნკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, +995 595 989916