(032) 2 22 04 26

სტეფანწმინდაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ მიღწევების პრეზენტაცია მოეწყობა

სტეფანწმინდაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ მიღწევების პრეზენტაცია მოეწყობა

2017 წლის 27 სექტემბერს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) მართავს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ მიღწევების პრეზენტაციას. ღონისძიება გაიმართება სტეფანწმინდაში,  თექის სახლი (ალ. ყაზბეგის ქუჩა #51).
ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჩეხეთის საელჩოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.
წარმოდგენილი იქნება ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ბენფეციარების მიერ მომზადებული სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების გამოფენა. ასევე, ნაჩვენები იქნება ფილმი ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შესახებ.
პროექტი “ყაზბეგის განვითარების ჯგუფი” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტს ყაზბეგის რეგიონში LEADER-ის მიდგომის წარდგენით, წვლილი შეაქვს სიღარიბის შემცირებაში და მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას. მცირე გრანტების ფარგლებში მხარდაჭერილი ინდივიდუალური ბიზნეს ინიციატივები არიან პოზიტიური მოდელები, რომელთაც შეიტანეს ინოვაცია მაღალმთიან რეგიონში და გააუმჯობესეს ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხოვრების დონე.
ENPARD-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge
საკონტაქტო პირები:
  • რამაზ ჭიჭინაძე, PIN-ის კომუნიკაციების ოფიცერი, +995 555 98 09 00, ramaz.chichinadze@peopleinneed.cz
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com