(032) 2 22 04 26

ქალაქ მცხეთაში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

ქალაქ მცხეთაში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

2017 წლის 20  ოქტომბერს  არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოშიფარგლებში, გეგმავს სადემონსტრაციო დღის მოწყობას . მცხეთაში (11:00 სთ) და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩანადირთკარში (14:00 სთ).
. მცხეთაში პროექტის ბენეფიციარი ფერმერის: ირაკლი ჩანთაძის სადემონსტრაციო ნაკვეთში მოხდება  ადგილობრივი ჯიშის პომიდვრის ეფექტური მიკროორგანიზმების საშუალებით გამოყვანის დემონსტრირება ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ სათბურში.
ხოლო დუშეთში, მიხეილ ბადაგაძის სადემონსტრაციო ნაკვეთში მოხდება კარტოფილისა და სხვა ბოსტნეული კულტურების გამოყვანის ტექნოლოგიის დემონსტრირება ჩარჩოკონტეინერების გამოყენებით.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk  მობ: (+995) 591119192              
  • მჯარიამ სვანიძე    სოფლად თემთა განვითარების სააგენტო  ელ-ფოსტა: mariam_svanidze@yahoo.com მობ:   (+995) 599 134080