ქეა საერთაშორისომ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ქეა საერთაშორისომ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოვლენის მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსის მე-4 ფაზას  მცირე ფერმერთა ჯგუფებისთვის ან რეგისტრირებული  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში: სენაკი, ხობი, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი.  პირველ ეტაპზე შერჩეული ფერმერთა  ჯგუფები/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ტრეინინგს გაივლიან ბიზნესის დაგეგმვის და მართვის საკითხებში,  რაც მათ დაეხმარება  ბიზნეს გეგმის განაცხადის საბოლოო ვერსიის სწორად ჩამოყალიბებასა პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებაში.

კონკურსი წარმოადგენს „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ პროექტის ნაწილს, რომელიც ხორციელდება „ევროპის სამეზობლო პროგრამა  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD-საქართველო) ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდას.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ ფერმერთა ჯგუფებს და კოოპერატივებს შეუძლიათ დაეწრონ საინფორმაციო სახის შეხვედრებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში ქვემოთ მოცემული განრიგის  მიხედვით.

 

მუნიციპალიტეტი შეხვედრის ადგილი რიცხვი საათი
ხობი  ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა; 16.11.2015 11:00
სენაკი  სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა; 16.11.2015 13:00
აბაშა  აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა; 16.11.2015 15:00
ოზურგეთი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 18.11.2015 11:00
ლანჩხუთი  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა; 19.11.2015 11:00
ჩოხატაური  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა; 20.11.2015 11:00
ცაგერი, ლენტეხი  ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა; 24.11.2015 12:00

 

შეხვედრების ანონსირება მოხდება განცხადებების მეშვეობით, რომლებიც გამოიკვრება აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებსა და სხვა საჯარო ადგილებზე.

 

გთავაზობთ ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმას და  სახელმძღვანელოს ბიზნეს-იდეის განაცხადის მომზადების შესახებ: 

 

ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა:

Buziness-idear-form1

 

სახელმძღვანელო ბიზნეს-იდეის განაცხადის მომზადების შესახებ

 

Buziness-idear-guidelne1