(032) 2 22 04 26

care

ქეა საერთაშორისო (CARE International)

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფთან ერთად (LAG), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახორცილებეს სოფლის განვითარების პროექტს „სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში“

პროექტის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირება, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ადგილობრივ განვითრებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული.

პროექტი ეფუძნება ევროპული “ლიდერ” (LEADER) პროგრამის პრინციპებს. LEADER არის ფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება როგორც ურთიერთობები მხარეებს/მოქმედებებს შორის ადგილობრივ განვითარებისთვის. „ლიდერის მოდელი“ ევროპული, კერძოდ ფრანგული პრაქტიკიდან მომდინარეობს და  გულისხმობს, რომ რაიონული განვითარების საკითხები უფრო ეფექტურად სწორად ადგილობრივი აქტორების ჩართულობით და მათი უშუალო გადაწყვეტილებების მიღებით გვარდება.ფრანგული მოდელს „LEADER”  შვიდი ძირითად მიდგომა აქვს:

  •  ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა: ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი
  •  ქვემოდან ზემოთ მიმართული თანაშრომლობა და სტრატეგიების განხორციელება
  •  მუნიციპალიტეტის (რეგიონის) ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
  •  ინტეგრირებული და მრავალდარგობრივი საქმიანობები
  •  ინოვაცია
  •  თანამშრომლობა
  •  კავშირები

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 3 მილიონი ლარის გაცემა გრანტის სახით იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საგრანტო დაფინანსება გაიცემა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) ზედამხედველობით. პროექტში საგრანტო განაცხადის შეტანა შეუძლიათ კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ადგილობრივი თემების, ფერმერების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლებს, ასევე კერძო პირებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.care-caucasus.org.ge