(032) 2 293 249‬

ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა

ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა

CENN-ისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ოთხთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა.
2017 წლის 24 დეკემბერს, ქედაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართა. ქედის LAG-ში გაწევრიანებულია 266 ადამიანი, მათგან 40% ქალია. რაც შეეხება სექტორებს, პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად არის განაწილებული: საჯარო სექტორი 36%, სამოქალაქო სექტორი 14%, ხოლო კერძო კი 50%. ადგილობრივი განვითარების ჯგუფში წარმოდგენილია ქედის მუნიციპალიტეტის 9-ვე თემის წარმომადგენელი.
მმართველი საბჭოს 15 წევრის არჩევა მოხდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის პრინციპით. ასევე მმართველ საბჭოში წარმოდგენილია ქედაში უკვე შექმნილი აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების (ამაგი) წარმომადგენლები.
არჩევნებს წინ უძღოდა წინასაარჩევნო კამპანია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მმართველი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის საკუთარი პროგრამის წარდგენა და ასევე საარჩევნო პროცედურების გაცნობა.
2018 წლის იანვარში მმართველი საბჭო უკვე თავმჯდომარეს აირჩევს.
პროექტი ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge