(032) 2 22 04 26

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR), სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ერთ ერთი მსხვილი არასამთავრობო მიმწოდებელია ჩეხეთის რესპუბლიკაში.  მისი მთავარი ამოცანაა საგარეო განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ფარგლებში დაეხმაროს და მომსახურება გაუწიოს საჭიროებების მქონე პირებს, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკაში ასევე ქვეყნის გარეთ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს ეკლესიის მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო აქტივობებს, რასაც ჩეხეთის რესპუბლიკაში თითქმის  ათასწლოვანი ტრადიცია აქვს.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი და  უდიდესი ქსელის „კარიტას ინტერნაციონალის“ წევრია. ამ უკანასკნელს დიდი გამოცდილება და პოტენციალი გააჩნია დახმარების კოორდინაციის მიმართულებით.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) სხვა და სხვა ქვეყანაში დახმარების პროგრამებს CCR-ის სამდივნოს ჰუმანიტარული და დახმარების პროგრამების დეპარტამენტის და ინდივიდუალური არქიეპოისკოპოსების და ეპარქიების მეშვეობით ახორციელებს.  მხარდაჭერა მოიცავს სოფლის მეურნეობის, განათლების, გარემოს დაცვის და სოციალურ  და სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების სფეროებს. CCR ასევე თანამშრომლობს როგორც ჩეხურ ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ინსტიტუციებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.charita.cz/en/
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სოფლის მეურნეობის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში, კარიტასი ახორციელებს პროექტს: ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა”. პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 2017 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდს (46 თვე).
პროგრამის საერთო მიზანია, საქართველოში სოფლად სიღარიბის შემცირებაში წვლილის შეტანა. მისი კონკრეტული მიზანია სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს დასაქმების მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
 მოსალოდნელი შედეგები:
  • ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება.
  • ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ LEADER მიდგომებზე დაყრდნობით, განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
  • ადგილობრივი ბენეფიციარების (პოტენციური ქვე-გრანტორები) მიერ ბიზნესის მართვის ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, აგრეთვე მათი პროდუქციის, სერვისების  თვალსაჩინოებისა და მდგრადობის გაძლიერება.
  • ადგილობრივი ბენეფიციარების მიერ  სოფლის განვითარების პროექტების დაწყება, რომელთა დაფინანსებაც მოხდება სოფლის განვითარების ფონდიდან.