(032) 2 22 04 26

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

2017 წლის 13 ივლისს,  12:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ოქსფამის კონსორციუმის წევრი  საერთაშორისო ორგანიზაცია მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ გეგმავს სადემონსტრაციო დღის მოწყობას  ჩხოროწყუს   მუნიციპალიტეტის სოფ. ლესიჭინეში.
სადემონსტრაციო დღე  ჩატარდება პროექტის ბენეფიციარი ფერმერის, ბუთხუზ ვეკუას  კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთში, სადაც დაინტერესებულ პირთათვის მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით “ლურჯი მოცვის”  მოყვანის დემონსტრირება   
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk  მობ: (+995) 591119192              
  • ზაზა ჯუმუტია  მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ    zjumutia@sc.acfspain.org  მობ:   (+995) 599 11 84 29
  • თამარ ხუნწარია  ENPARD-ის საკომუნკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com მობ:+(995)595989916