(032) 2 22 04 26

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

2017 წლის 23 მაისს,  15:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ოქსფამის კონსორციუმის წევრი  საერთაშორისო ორგანიზაცია მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ გეგმავს სადემონსტრაციო დღის მოწყობას  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში.
სადემონსტრაციო დღე  ჩატარდება პროექტის ბენეფიციარი ფერმერის, გელა კვარაცხელიას  კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთში, სადაც მოეწყობა პირუტყვის საკვების წარმოების დემონსტრირება   ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის გამოყენებით  დაინტერესებულ პირთათვის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვიანიშვილი  კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ngvianishvili@oxfam.org.uk, მობ: (+995) 591 11 91 92              
  • ზაზა ჯუმუტია  მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ zjumutia@sc.acfspain.org, მობ:   (+995) 599 11 84 29
  • თამარ ხუნწარია  ENPARD-ის საკომუნკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, მობ: +(995) 595 98 99 16