(032) 2 22 04 26

ხულოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომასა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომასა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

2017 წლის 7-8 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) LAG-ის პოტენციური წევრებისთვის სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომისა და LAG-ის ძირითად პრინციპებზე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.  
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
შეხვედრების მიზნები იყო მონაწილეებისათვის LEADER მიდგომებისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) როლის მნიშვნელობის გაცნობა ადგილობრივი თემის განვითარებაში, ადგილობრივი განვითარების (LAG) წევრებისა და ლიდერების ფუნქციების გაცნობა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დანერგვის პროცესის  და სამომავლო გეგმების განხილვა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამივე სექტორის (კერძო, სამოქალაქო და საჯარო) წარმომადგენლებმა, რომლებმაც LAG-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს დაესწრო ლაგის 49 პოტენციური წევრი  (35 კაცი და 14 ქალი). სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციის რეჟიმში, მონაწილეები უფრო ღრმად გაეცნენ ლიდერ მიდგომას, როგორ მუშაობს LEADER ევროკავშირის ქვეყნებში და რა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მას სოფლის განვითარების საქმეში. აგრეთვე ისინი გაეცნენ მონაწილებით დაგეგმვის მნიშვნელობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში. ტრენინგზე ნაჩვენები იყო ევროპის სოფლის განვითარების ქსელი მიერ მომზადებული ვიდეო LEADER მიდგომის შესახებ. შექხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ სატრენინგო მასალები, მათ შეავსეს ტრენინგის შეფასებისა და თვითშეფასების კითხვარები.   
მომდევნო შეხვედრებიდან LAG-ის პოტენციური წევრები დაიწყებენ ხულოს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას.
შეხვედრების შემდეგ HMRR-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერეს ხულოს ეთნოგრაფიული მუზეუმი და იქ გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები.