(032) 2 22 04 26

თეთრიწყაროში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება

თეთრიწყაროში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება

სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას უწყობს ხელს.
ევროკავშირი (EU) ეხმარება საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). ეს მხარდაჭერა ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივი კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
11 აპრილს, ევროკავშირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დასახული მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მიიღწევა.
ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.  მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება, კერძოდ თეთრიწყაროში, დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ქედასა და ხულოში.
 თეთრიწყაროში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის ხელმძღვანელმა კაიდო სირელმა, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის RDFG-ს თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა.
აღნიშნულ ღონისძიებას  ევროკავშირის დელეგაციის წევრები,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ. ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თეთრიწყაროს მაცხოვრებლები, რომლებიც პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებად მოიაზრებიან.
„ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ვროკავშირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროექტით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი თეთრიწყაროს მოსახლეობას, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს უშუალოდ ჩართავს ადგილობრივი განვითარების პროცესებში.“ – განაცხადა კაიდო სირელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის ხელმძღვანელმა.
ასოციაციის თავმჯდომარის ვანო გრიგოლაშვილის განცხადებით, პროექტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში RDFG თეთრიწყაროს მოსახლეობას უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახელობას შევთავაზებთ სხვადასხვა ინოვაციურ მოდელებსა და მიდგომებს, რაც მათ საარსებო პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ახალგაზრდებს ჩავრთავთ თემის განვითარების პროცესში, დავეხმარებით კარიერის დაგეგმვასა და დასაქმების შესაძლებლობის შექმნაში, რაც მთლიანობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს“.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს – www.enpard.ge 
 საკონტაქტო პირები:
  • თამარ ხუნწარია, ENPARD- ის კომუნიკაციის გუნდის ხელმძღვანელი, Action Global Communications, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • თინათინ ჭუმბურიძე, RDFG-ს კომუნიკაციის ოფიცერი, +995 593 616102, tchumburidze@rdfg.ge
  • მარიამ შურღარია, პროექტის ოფიცერი, +995 599 001144, mshurgaia@rdfg.ge