(032) 2 293 249‬

e312e6e098e044f78199aa32e2d6becf

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ დაფუძნდა 1994 წელს.  ასოციაცია აერთიანებს ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ორგნიზაციამ მუშობა 9 წევრ ფერმერთან დაიწყო და 2014 წლის მონაცემებით უკვე 900–ზე მეტ წევრს აერთიანებს.
ორგანიზაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლის მოსახლეობის თვივტაქტივობის გაზრდის გზით.
“ელკანას” პროგრამული საქმიანობის სფეროებია:
  1. ექსტენცია და ტრენინგები ბიომეურნეობით დაინტერესებულ ფერმერთათვის
  2. ბიობაზრის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა
  3. ადგილობრივი ტრადიციული, გადაშენების პირას მდგარი ძველი ქართული ჯიშების აღდგენა და მდგრადი გამოყენება
  4. ბიომეურნეთა და ფერმერთა ჯგუფების ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა
  5. სოფლის ტურიზმის განვითარება და და ადგილობრივი ტრადიციული საკვების და ღვინის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების წარმოჩენა
  6. ბიომეურნეობისა და ტრადიციული ჯიშების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში
  7. ფერმერთა უფლელების დაცვა
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.elkana.org.ge