(032) 2 293 249‬
ფიფლ ინ ნიდ – People in Need

a07c99a4d6e443d9997c6f4c2f4246e6

„ფიფლ ინ ნიდ” არის ჩეხური არასამთავრობო, არა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზე მუშაობს. ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” დაარსდა 1992 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელთაც აღარ აკმაყოფილებდათ მიმდინარე კატასტროფების შესახებ ახალი ამბების უბრალოდ გავრცელებე. შედეგად ისინი ჩაერთვნენ ჰუმანიტარულ საქმიანობაში. თანდათანობით ის გაფართოვდა და დღესდღეობით, ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციას რომელიც მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებში ცდილობს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვას.
არსებობის 27 წლის განმავლობაში, “ფიფლ ინ ნიდი” ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებების გარდა, ორგანიზაცია აგრეთვე ახორციელებს განათლებაზე ორიენტირებულ პროექტებს. საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, განსაკუთრებით სოფლად, შემდეგი მიდგომების გამოყენებით:
  • ღარიბი მოსახლეობის მიერ ეკონომიკური ზრდიდან სარგებლის მაქსიმალურად მიღება (სოფლის მეურნეობის განვითარება)
  • მოსახლეობის, ორგანიზაციებისა და ქსელების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ მიერ ცვლილებების ადვოკატირებისა და შემდგომი დანერგვის მიზნით (სამოქალაქო საზოგადოების განვითარება) 
  • საზოგადოების უკიდურესად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომლებიც დარჩენილნი არიან პროცესებს მიღმა (სოციალური დაცვა და ინტეგრაცია).
დღესდღეობით, PIN-ი თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან.
“ფიფლ ინ ნიდ”-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ www.peopleinneed.cz, www.georgia.peopleinneed.eu

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), წყალტუბო
განხორციელების პერიოდი: დეკემბერი 2018 – დეკემბერი 2022 (ENPARD III)
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), წყალტუბო“ მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის ინტეგრირებულ, მდგრად და მონაწილეობით განვითარებას ევროპული LEADER მიდგომის დანერგვის გზით. ის ხელს შეუწყობს განვითარების უკვე არსებული ადგილობრივი პოტენციალის ათვისებას, ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერებას, რაიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მიზნობრივი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის განვითარებას, თემის გაძლიერებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
LEADER მიდგომის ამოსავალი პრინციპია ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო და სამოქალაქო აქტორებისა და ინდივიდუალური პირების სრულად მოცვა, მათ შორის  ადგილობრივ დონეზე პარტნიორული ურთიერთობების ფორმირების ხელშეწყობა და ადგილობრივი რესურსების მეტად ეფექტური მიმართვა განვითარების ინიციატივებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურ და ენთუზიაზმით აღსავსე წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, სსო-ებს, მოქალაქეებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებს და სხვა მნიშვნელოვან ადგილობრივ მოთამაშეებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში და გახდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები. LAG-ისა და პროექტის გუნდის მიერ ერთობლივად ჩატარებული რეგიონული კვლევის, ასევე თემის სხვა წევრებისგან მიღებული არსებითი უკუკავშირის საფუძველზე, LAG-ის წევრები განსაზღვრავენ სოფლის განვითარების სტრატეგიას. სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, ისინი აცხადებენ კონკურსს ადგილობრივი მოსახლეობისგან წინადადებების მისაღებად და გასცემენ მცირე გრანტებს სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში პროექტების განსახორციელებლად. მთლიანი პროცესი გამჭვირვალე და ღიაა წყალტუბოს ნებისმიერი მკვიდრისთვის.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფებისთვის შესაძლებლობების განვითარების კომპონენტს, რათა წარმატებით მოხდეს ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა და უზრუნველყოფილ იქნას პროექტის შედეგების მდგრადობა. თუკი გავითვალისწინებთ LEADER-მიდგომის დანერგვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების ხანგრძლივ ისტორიასა და მდიდარ გამოცდილებას, ასევე ყაზბეგისა და ახალქალაქის LAG ჯგუფების გამოცდილებას, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს აქტიური პირების მიერ სოციალური ქსელების მობილიზებას,  საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერებას და ეკონომიკის განვითარებას. ინდივიდუალური პროექტების მცირე გრანტებით მხარდაჭერა შესაძლოა გახდეს მისაბაძი ეფექტური მოდელი. ქსელების ფორმირება ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას მოწყვლად რეგიონებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: სალომე ბაკაშვილი
  • ელ-ფოსტა: salome.bakashvili@peopleinneed.cz  
  • ტელ: +995 591 800 578

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი
ხანგრძლივობა: 2015 – 2017 ( I ფაზა ), 2018 – 2020 ( II ფაზა )
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), „ყაზბეგის განვითარების ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პროექტის ზოგადი მიზანია, წვლილი შეიტანოს ყაზბეგის სოფლებში სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების, საცხოვრებელი პირობებისა და ტურიზმის გაუმჯობესებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმებისა დანერგვის ხარჯზე, რომელიც ევროპული გამოცდილების გაზიარებას მოიაზრებს.  პროექტი ეფუძნება სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს – LEADER მიდგომას. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები ხდება უფრო ეფექტური, როდესაც მას ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი მონაწილეები შეიმუშავებენ. პროექტი მხარს უჭერს „ლაგოდეხის გავითარების ჯგუფს“, ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შექმნას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივების შერჩევასა და განხორციელებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ტარიელ ქარელიძე
  • ელ-ფოსტა: tariel.karelidze@peopleinneed.cz
  • ტელ: +995 595 177 079