(032) 2 22 04 26

1ed62f5ccefe48a780ae81ae42e97d39სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი  მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონი“მიიღო,რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი„სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.

სააგენტოს მიზანია , კოოპერაციის  ხელშეწყობის გზით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის  გაუმჯობესება; წარმოების რენტაბელობის ამაღლება  და შედეგად სოფლის სოცილურ-ეკონომიკური განვითარება.

სააგენტოს საქმიანობის სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კონსულტაციების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის შექმნა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა; „კოოპერატივების საერთაშორისო ალიანსთან“, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კოოპერაციულ გაერთიანებებთან თანამშრომლობა.