(032) 2 293 249‬

ახალქალაქის კოოპერატივის „ხულგუმო“ ისტორია

ახალქალაქის კოოპერატივის „ხულგუმო“ ისტორია

ახალქალაქში ENPARD-ის გადამღები ჯგუფი დილით ადრე ჩავედით. თუმცა, ის ოჯახი, სადაც კოოპერატივის „ხულგუმო 2014“ ხელმძღვანელი ცხოვრობს, სახლში არ დაგვხვდა. ყველანი ველზე იყვნენ გასულები და ახალქალაქის 2016 წლის კარტოფილის მოსავალს აგროვებდნენ.
კოოპერატივი „ხულგუმო 2014“ 2 წლის წინ დაარსდა და მასში 20, ეთნიკურად სომეხი წევრია გაერთიანებული. ჩვენდა გასაკვირად რაოდენობრივი გენდერული ბალანსი ყველაზე უკეთ სწორედ ამ კოოპერატივში აღმოჩნდა დაცული – 20 წევრიდან 16 ქალია. თუმცა ეს ერთადერთი პოზიტიური მოვლენა არ აღმოჩნდა. სასიამოვნოდ გაგვაოცა, ხულგუმოს წევრების გააზრებულმა დამოკიდებულებამ კოოპერაციისადმი და მათმა ხედვებმა ბიზნესის განვითარების კუთხით.
აპეტნაკ ზანდარიანი „ხულგუმოს“ თავმჯდომარეა. წლების წინ საუ14502749_1800578500187168_3417486032272277016_nნივერსიტეტო საქმიანობა მიატოვა, პროფესორის ხარისხი გვერდით გადადო და სოფლის მეურნეობის პრაქტიკულ საქმიანობას მიჰყო ხელი.
„ამაზე უფრო სასარგებლო საქმეს ვერ გავაკეთებდი ვერც ჩემი სოფლისთვის და ვერც ქვეყნისთვის“,_ ამბობს აპეტნაკი. „კოოპერატივშიც ისეთი ადამიანები ვართ გაერთიანებული, ვისაც ესმის, რომ მცირემიწიანობის პირობებში, პრაქტიკულად შეუძლებელია წარმოების გაზრდა, თუ არ გაერთიანდები და ერთიანი ხედვა არ გექნება. თითოეულ ჩვენ წევრს 1 ჰექტარამდე მიწა გვაქვს. საერთო ჯამში 10 ჰექტარამდე მიწას ვამუშავებთ. 20-ივე წევრი თანაბრად ვმუშაობთ და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ხნულებს, ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის საკარტოფილე თესლს და მოსავლის ამოღება-დასაწყოებაც ერთიანი ტექნოლოგიით ხდება. ასეთ მიდგომას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: მეურნეობის მოვლა 4-ჯერ უფრო იაფი გვიჯდება, კარტოფილის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე მცირე მეურნეობის დროს გვქონდა და წარმოებამაც მოცულობაში 100%-ით გაიზარდა“.
14441115_1800578806853804_4083293731273520285_n„ხულგუმოს“ კარტოფილის წლიური მოსავალის რაოდენობა 50 ტონას აჭარბებს და სამომავლო გათვლები კიდევ უფრო იმედისმომცემია. 1 წლის წინ ENPARD-ის ფინანსური დახმარებითა და პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორის Mercy Corps-ის ტექნიკური მხარდაჭერით, კოოპერატივს სახნავ-სათესი ტექნიკა გადაეცა, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ფერმერების მუშაობა. თანადაფინანსების პრინციპით, ევროკავშირის გრანტის მოცულობამ 35,000 ლარი შეადგინა.
„ევროკავშირის მიერ გადმოცემულ ტრაქტორს კოოპერატივის ყველა წევრი უსასყიდლოდ ვიყენებთ, რაც ჩვენი მოსავლის თვითღირებულებაზე აისახება და კარტოფილსაც კონკურენტუნარიან ფასში ვყიდით“, _ ამბობს აპეტნაკი. „გარდა ამისა ამ ტექნიკას რეგიონში სხვა ფერმერებზე ვაქირავებთ და კოოპერატივს დამატებითი შემოსავლის წყაროც აქვს, რომ სხვა თანამედროვე ტექნიკა შეიძინოს და წარმადობა გაზარდოს“.
„ხულგუმოს“ კარტოფილი საბითუმო ფასში 1 კილოგრამი 40 თეთრად იყიდება. თუმცა ფერმერბის პრობლემა არა იმდენად წარმოებაა, არამედ გასაღების ბაზრებზე ხელმისაწვდომობა.
„სამწუხაროდ ფერმერები მომხმარებლებს პირდაპირ ვერ ვუკავშირდებით, რადგან ძალიან რთულია ბაზრებზე ადგილის მოპოვება. ამიტომ გვიწევს მოსავალი გადამყიდველებს მივცეთ, თუმცა მათ ბაზრებზე 2-3ჯერ უფრო ძირად გააქვთ. ამით ფერმერებიც ვზარალდებით და მომხმარებლებიც. თუ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება და ბაზრებზე პირდაპირ წვდომას მოგვცემს, შეგვიძლია კარტოფილი 50 -60 თეთრად გავყიდოთ, რაც მოქალაქეების ჯიბეზეც დადებითად აისახება და ფერმერებისაც“, ამბობს აპეტნაკი.
კოოპერატივის წევრები საუბრისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხებიან. ახალქალაქის კატოფილი უკვე ბრენდია, რადგან ჯავახეთის ნოყიერი, შავი მიწა პესტიციდებისგან თავისუფალ, ჯანსაღ პროდუქტს იძლევა და ეს მომხმარებელმა კარგად იცის. აპეტნაკი ამბობს, რომ გადამყიდველების ხელში პროდუქციის მოხვედრას ის რისკი ახლავს, რომ საქართველოს მომხმარებლამდე მათი კარტოფილი არ მოხვდეს. „არის შემთხვევები, როცა ჩვენი კარტოფილი მეზობელ ქვეყნებში გადის. ჩვენთან კი ირანული, თურქული ან ეგვიპტური უხარისხო კარტოფილი შემოდის და ახალქალაქური კარტოფილის სახელით საღდება. “
აპეტნაკმა რამდენიმე ხრიკი გვასწავლა, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ახალქალაქის კარტოფილი იმპორტირებული პროდუქტისგან.
„პირველადი დათვალიერებისას კარტოფილი არ უნდა იყოს გაპრიალებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალქალაქის კარტოფილს აუცილებლად ეტყობა შავი მიწის ნარჩენები. ეს პირველი14440770_1800580110187007_1905997868266136099_n გეოგრაფიული მაჩვენებლის პირველი მახასიათებელია. შემდეგ მომხმარებლებს ვურჩევდით, შუაზე გაჭრან კარტოფილი და დააკვირდნენ გულს. თუ გარშემო კარტოფილს წითელი ზოლები დაყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ კარტოფილი დასაშვებზე მეტი პესტიციდებით არის მოყვანილი. დატოვეთ მზეზე კარტოფილი 10-15 წუთი – თუ გაწითლდა, მაშინ ის საკვებად უვარგისია, ხოლო თუ გაშავდა, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივად სახამებელს შეიცავს მხოლოდ და შეგიძლიათ გულდამშვიდებით მიირთვათ“.
„ხულგუმოს“ კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს, რაც კოოპერატივის გაზრდას უკავშირდება. მათი პირველადი გათვლებით, ასეთი ტემპით კოოპერატივს 100 ტონამდე გაეზდება წარმოება.
„ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს, რომ ქვეყნის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ფერმერებს არ გვივიწყებს და გვეხმარება ქვეყნის განვითარების საქმეში ჩვენი წილი დოვლათი შევიტანოთ. და თუ ფერმერებს ბაზრებზე პირდაპირი წვდომაც გვექნება, პირობას ვიძლევით, რომ ქვეყნის ეკონომიკას ბევრად უფრო უკეთესს გავხდით, ვიდრე ახლა გვაქვს“.