ახმეტელი ახალგაზრდები ადგილობრივი თემის ცნობადობის გასაზრდელად LAG-ის საინფორმაციო პლატფორმებს მხარს უჭერენ

ახმეტელი ახალგაზრდები ადგილობრივი თემის ცნობადობის გასაზრდელად LAG-ის საინფორმაციო პლატფორმებს მხარს უჭერენ

ბოლო თვეების განმავლობაში ახმეტელი ახალგაზრდა მოხალისეების ჯგუფი, სემინარებისა და ტრენინგების საშუალებით იუმჯობესებს სოციალური მედიისა და კომუნიკაციის უნარებს, რათა უკეთ წარმოაჩინონ მათი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თემებში განხორციელებული განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები და ინიციატივები. 15-18 წლის ახალგაზრდები არ იშურებენ თავიანთ დროს, ენერგიასა და შემოქმედებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობისთვის. ახმეტის LAG-ი ჩამოყალიბდა ENPARD-ის პროექტის  ”ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger და  კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი. 
რა ხდება ახმეტაში? ამის გასარკვევად შეგიძლიათ ეწვიოთ ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებს,  რომლებიც შეიქმნა და იმართება ამ ჯგუფის მიერ და რომელიც შემოგთავაზებთ  ინფორმაციულ, მრავალენოვან და ვიზუალურად საინტერესო პოსტებს ახმეტის უნიკალურ ტურისტულ ადგილებზე, კულტურულ ღონისძიებებზე, ENPARD–ის და სხვა მიმდინარე პროექტების მხარდაჭერით წამოწყებულ ადგილობრივ ინიციატივებზე. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ თანამშრომლობს ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთი თემების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, ადგილობრივი გარემოსა და ეკონომიკის გაძლიერებლად.
ახმეტის LAG-ის კომუნიკაციების ჯგუფი შეიქმნა 2020 წლის ივლისის დასაწყისში. მოგვიანებით, 10-11 ოქტომბერს,  11 წევრიანი შემადგენლობით შეიკრიბა წნორის ცოდნის კაფეში, ბოლო სამი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს გასაანალიზებლად და შემოდგომა-ზამთრის სოციალური მედიის სტრატეგიის შესამუშავებლად. პროცესს ფასილიტაციას უწევდა არაფორმალური სასწავლო მულტი მედია ცენტრის „ცოდნის კაფე” თანადამფუძნებელი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი ნანა ბაგალიშვილი.
ციფრულ ეპოქაში სოციალური მედიის მნიშვნელობაზე საუბრისას და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია ისარგებლოს ახმეტის LAG-მა მისი ეფექტური გამოყენებით, ნანა ხაზს უსვამს პირველი სამი თვის შეფასების შედეგად გამოვლენილ დამაიმედებელ ციფრებს: „ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ათასი თანამოქალაქე დაინტერესდა ახმეტის LAG-ის  ფეისბუქ გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ჯგუფის მოხალისე წევრებმა გაიუმჯობესეს ციფრული კომუნიკაციების უნარები და გახდნენ სასურველი კადრები დასაქმების ბაზრისთვის და ამავე დროს გაიზრდა მათი, როგორც ახმეტელი ახალგაზრდების ჩართულობის ხარისხი თავიანთ თემებში. 
ბოლო სამი თვის განმავლობაში სტატიებისა და ნახვების რაოდენობა LAG– ის ფეისბუქ გვერდზე მართლაც შთამბეჭდავია: 197 გამოქვეყნებული პოსტი, რომელთაგან 61 ორიგინალი ფოტო – ვიდეო ფორმატის პოსტია. ეს შეტყობინებები გაზიარებულია 1,289 ჯერ, 1,118 მომხმარებელმა დატოვა კომენტარი და 5-მა ყველაზე პოპულარულმა პოსტმა დააგროვა 118,470 ნახვა.
ორდღიანი სესიის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა ქალბატონი ბაგალიშვილის მხარდაჭერით  განიხილეს მრავალი ვიდეო / ფოტო / გრაფიკული პოსტის შინაარსი, რომელიც გამოქვეყნდება უახლოეს თვეებში.  კომუნიკაციის ჯგუფის წევრებმა, ელენე გამილაღდიშვილმა და ქრისტინე მახტლიშვილმა დაადასტურეს, რომ  ”ეს ორი დღე და ტრენერის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრამ დიდი მოტივაცია მოგვცა დაწყებული სამუშაოს გასაგრძელებლად”.   როგორც ჯგუფი ამბობს, ”მიზანი უცვლელი რჩება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში: გააზიარონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი მოვლენებზე და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების განვითარებას“. წინა პერიოდის გამოცდილების საფუძველზე და მსგავსი შინაარსის გვერდების გაანალიზებით, ჯგუფმა შეიმუშავა შემდეგი ორი თვის სამუშაო გრაფიკი.
ახმეტის LAG–ის მუშაობას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებ. გვერდზე  www.akhmetalag.ge და კომუნიკაციის ჯგუფის საქმიანობა იხილოთ ფეისბუქ გვერდზე Akhmeta-LAG.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის დეკემბერში ევროკავშირის დახმარებით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს  საქართველოს მოწყვლადი სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება  და სიღარიბის შემცირება.  პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების ინკლუზიურ და თემზე დაფუძნებულ მიდგომას, ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახმეტის მუნიციპალიტეტში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ  www.enpard.ge