ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით იწყებს საგრანტო კონკურსს

ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით იწყებს საგრანტო კონკურსს

2020 წლის 4 აგვისტოს, ევროკავშირის (EU) მიერ მხარდაჭერილმა ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), დაიწყო საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას. Action Against Hunger  ორგანიზაციასთან „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“  (KRDF) პარტნიორობით, მხარს უჭერს ახმეტის LAG -ს ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გამართული ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცა როგორც ახმეტის LAG- ის, ასევე KRDF- ის ფეისბუქის გვერდებზე. ამგვარად, პირებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს შეხვედრაში მონაწილეობა, შესაძლებლობა მიეცათ პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალყური ღონისძიებისთვის. ღონისძიების  ყველა მონაწილემ მკაცრად დაიცვა COVID-19 პანდემიის გამო დაწესებული სანიტარული და ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნები.  
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ მარსელა მაქსფილდი – ორგანიზაციის Action Against Hunger სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი და  ჟორჟ დეუ -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერი საქართველოში (ვიდეო მისალმება). 
ბატონმა დეუმ ხაზი გაუსვა ევროკავშირის საქმიანობას საქართველოში სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით: „მე მოგიწოდებთ, ყველამ წაიკითხოთ, კარგად გააცნობიეროთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ სტრატეგიის განხორციელებაში. მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი გრანტებისგან. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამოავლინოთ თქვენი საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული წევრების მიმართ, განსაკუთრებით ამ რთულ COVID ვითარებაში. შეეცადეთ ყველამ მიიღოს სარგებელი, მე კი მოუთმენლად ველოდები სტრატეგიის და გრანტების განხორციელების  შედეგებს. ევროკავშირი იქნება თქვენთან, რომ მხარი დაუჭიროს თქვენს წამოწყებებს და საქმიანობებს”.
მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: იოსებ ქარუმაშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო კახოიძე – მერიის წარმომადგენელი თუშეთში, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ანი იმედაშვილი და შორენა ჩაფურიშვილი, რომელთაც წარმოადგინეს ადგილობრივი თემებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და  COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების შემსუბუქების მიზნით შემუშავებული პრიორიტეტები და საქმიანობები,  ასევე დამსწრეებს გააცნეს საგრანტო კონკურსის დეტალები.  
ღონისძიებას დაესწრნენ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები და ფართო საზოგადოების წევრები.  ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდები,  რომლებმაც გაიარეს ტრენინგი სოციალური მედიის საკითხებზე და მიიღეს აქტიური მონაწილეობა  ახმეტის LAG–ის ფეისბუქ ჯგუფის შექმნაში, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ფეისბუქ  გვერდის ფუნქციონირებაზე.  ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი თემების მომავალს და შესაბამისად, დაინტერესებული არიან აღნიშნული პროექტის წარმატებით.
საგრანტო კონკურსი არის შედეგი ერთწლიანი თავდადებული შრომის და ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების,  რომელიც მოიცავდა: ტრენინგებს, შეხვედრებს,  LAG–ის ჩამოყალიბებას,  აღმასრულებელი საბჭოს არჩევას და  მათ შორის ყველაზე რთულ გამოწვევას, მსოფლიო პანდემიის პირობებში გამოენახათ გზები პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისთვის.  LAG–ის წევრები დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტის ციკლის მართვის ონლაინ ტრენინგებში  და უამრავ ონლაინ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომლის შედეგადაც შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS) და რომლის განხორციელებაც აღნიშნული საგრანტო კონკურსის მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაცია ახმეტის LAG -ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე   www.akhemtalag.ge    და ფეისბუქ  გვერდზე Akhmeta LAG.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის დეკემბერში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მისი მთავარი მიზანია, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოწყვლადი თემების  სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა. პროექტის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს სოფლის განვითარების ინკლუზიური, თემის მიერ მართული მიდგომების ხელშეწყობა და ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ახმეტის მუნიციპალიტეტში.  
სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) აღიარებულია  საქართველოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ,  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან, მისი საერთო ბიუჯეტია  179.5 მილიონი ევრო. პროგრამის  მთავარი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.  ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე    www.enpard.ge