(032) 2 293 249‬

ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა ევროკავშირის ENPARD-ის პროექტში ერთვება

ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა ევროკავშირის ENPARD-ის პროექტში ერთვება

ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდების შეკრება მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან კომუნიკაციის გაუმჯობესების და სოციალურ საკითხთა გადაჭრის მიზნით. მე მოუთმენლად ველოდი ახალ ხალხთან შეხვედრას, ახალი უნარჩვევების შეძენას და რა თქმა უნდა გართობას. ყველა ეს მოლოდინი სრულად გამართლდა. კონსტანტინე, 23 წლის.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის  “ახმეტის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაფარგლებში, ორგანიზაციებმა Action Against Hunger და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), 2019 წლის 8-14 ივნისს  ახალგაზრდულ ბანაკს უმასპინძლეს. ბანაკში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის 20 ახალგაზრდა შეიკრიბა. მათ გაიარეს ლიდერობის, პირადი განვითარების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების ტრეინინგები.
ახალგაზრდული ბანაკი იდეალური პლატფორმაა ახალგაზრდების ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (ლაგ) ჩართულობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნული ჯგუფი ახმეტაში უახლოეს თვეებში ჩამოყალიბდება. ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება ადგილობრივ განვითარების ჯგუფების მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ერთერთი მთავარი გამოწვევაა და ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისა და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარებისთვის.
ტრენინგკურსების შემდეგ ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს არაგვის სათავგადასავლო ცენტრის რეკრიაციულ ტურში და ასევე  სასწავლო ტურის ფარგლებში ეწვივნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. ყაზბეგის ლაგ-ის წევრებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის მიღწევების და გამოწვევების, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის და საგრანტო მხარდაჭერის სქემების შესახებ. ახალგაზრდებმა მოინახულეს ყაზბეგის ლაგ-ის  მხარდაჭერილი  რამდენიმე პროექტი.
ტრენერთა დახმარებით ბევრი რამ ვისწავლეთ. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდული ბანაკი ჩვენი რეგიონის ბევრი საინტერესო პროექტის და საქმიანობის საფუძველი იქნება. ნინო, 24 წლის
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას სოფლის განვითარების ინკლუზიური და თემზე დაფუძნებული მიდგომების მეშვეობით. საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის და პროექტების შერჩევის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურ ჩართულობას ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის მესამე  ფაზის ფარგლებში.        პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, ორგანიზაციასთან „თუშეთის განვითარების ფონდი“ თანამშრომლობით.
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge